„სუს-ის ანგარიში „პაკაზუხობაა“ - რატომ აკრიტიკებს უშიშროების პოლკოვნიკი სუს-ის ანგარიშს
პოლიტიკა - 13:38, 04 Apr, 2018     1523
სუს-ის მიერ პარლამენტში წარდგენილ 2017 წლის ანგარიშს უსაფრთხოების ექსპერტი, სამხედრო კონტრდაზვერვის ყოფილი მაღლჩინოსანი, თადარიგის პოლკოვნიკი კონსტანტინე ფორჩხიძე ეხმაურება და „ნიუპოსტთან“ საუბრისას“ ამბობს, რომ ყველაფერი ის, რაზეც სუს-ის ანგარიშშია საუბარი, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაშია ასახული.

„ეს კონცეპტუალური და გლობალური საკითხებია, რასაც სჭირდება ყოველდღიური რუტინა. სუს-მა უნდა მართოს ოპერატიული ვითარება, აგენტურა და წყაროები. საერთოდ, სპეცსამსახურს აგენტურული აპარატი იმისთის სჭირდება, რომ ქვეყანაში არსებული ოპერატიული ვითარება შეისწავლოს და საფრთხეები განსაზღვროს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ძირგამომთხრალი საქმიანობა დროულად უნდა გამოვლინოს და ამას სპეციალური ანგარიში არ სჭირდება,“ - ამბობს ფორჩხიძე.

ქართველი სპეცსამსახურელის თქმით, სუს-ი ასეთ განცხადებას არ უნდა აკეთდებს.

„ასეთი განცხადებები სახელმწიფო მნიშვნელობის დონეზე უნდა კეთდებოდეს და არა - კონკრეტული სტრუქტურის მიერ, მაგრამ უშიშროების საბჭოს უფუნქციოდ ტოვებენ და ეს ვინ უნდა გააკეთოს? საერთოდ, ანგარიში იმას ნიშნავს, თუ რა გაკეთდა საფრთხეებთან მიმართებაში, მაგალითად, გამოავლინა თუ არა სუს-მა აგენტურა და ამის გამო ქვეყნიდან ვინმე გაძევებული იქნა თუ არა - ეს წმინდა კონტრდაზვერვითი ხაზია, თუმცა ამ ანგარიშში არაფერია ნათქვამი, რა პრევენციული ღონისძიებები გატარდა, რომ მაგალითად, ტერორისტული საფრთხეები ყოფილიყო ნეიტრალიზებული,“ - ამბობს კოტე ფორჩხიძე.

მისივე განმარტებით, სპეცსამსახურის ანგარიში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დახურულ სხდომაზე უნდა იქნას განხილული, რადგან სუს-ის მუშაობაში სპეციფიკური დეტალები, რაც საიდუმლო საქმიანობას ასახვს და არ შეიძლება, ყველაფერი საჯაროდ იყოს გამოფენილი.

„მაგალითად, აშშ-ში მსგავსი ანგარიშების მოსმენა კონგრესისა და სენატის სპეციალურ კომისიებზე ხდება. როცა ანგარიშს აქვეყნებ, ამით უცხო ქვეყნის სპეცსამსახური იგებს, სუსტი წერტილები სად გაქვს და სად ხარ ძლიერი. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, ამის გაკეთება აბსოლუტური იდიოტიზმი და „პაკაზუხობაა“. ამ ანგარიშის მიხედვით შესაძლოა, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურმა განსაზღვროს, რა მიმართლებით დასჭირდება აგენტურული მუშაობა, თუ პირდაპირ აქვეყნებ შენს ნამუშევარს, ამ დოკუმენტის მიხედვით უცხო ქვეყანა თავისუფლად განსაზღვრავს, საით გაქვს მიმართული ძალები და აღარ დასჭირდება ზედმეტი სადაზვერვო მოქმედებების განხორციელება იმისათვის, რომ შენთან შემოაღწიოს,“ - განმარტავს ფორჩხიძე.

უსაფრთხოების ექსპერტი „ნიუპოსტთან“ იმასაც ამბობს, რომ დოკუმენტები, რომლებიც ქვეყანაში ოპერატიულ ვითარებას ეხება, დახურულ საპარლამენტო სხდომებზე უნდა განიხილებოდეს და მას გრიფით „საიდუმლო“ უნდა ედოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42