„თითქოს ირაკლი ქორიძეს პრეზიდენტთან ნათესაური კავშირი ჰქნოდა, კომისიას ასეთი ინფორმაცია არ ჰქონია“ - ზვიად ქორიძე
პოლიტიკა - 13:42, 04 Apr, 2018     1330
შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, ზვიად ქორიძე ბოლო პერიოდში მედიით გავრცელებულ ბრალდებებს შეწყალების პროცესის მიმართ მიზანიმმართულ შეტევას უწოდებს. ირაკლი ქორიძის საქმესთან დაკავშირებით ქორიძის თქმით, არსებობდა როგორც საპარლამენტო კომიტეტის დასკვნა, ასევე შეწყალების კომისიის დადებითი რეკომენდაცია და პრეზიდენტმა შეწყალების გადაწყვეტილება სწორედ ამის საფუძველზე მიიღო.

ზვიად ქორიძის განცხადებით, ინფორმაცია, ირაკლი ქორიძის შესაძალო ნათესაური კავშირის შესახებ პრეზიდენტთან შეწყალების კომისიას არ ჰქონდა.

„მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ მსგავსი ინფორმაცია კომისიას არ ჰქონდა და ვერც ექნებოდა, მეტიც, ასეთი ტიპის ინფორმაციები კომისიას საერთოდ არ გააჩნია და როდესაც ასეთ ინფორმაციას ავრცელებს ესა თუ ის საჯარო პირი ან მედია საშუალება, ბუნებრივია მან გარკვეული წილი პასუხისმგებლობაც უნდა აიღოს იმის გამო, რომ ის ამით ძალიან სერიოზულ ჩირქს სცხებს კონკრეტულად შეწყალების საქმეთა კომისიას, რომლის წევრებს აქვთ საკმაოდ მაღალი საზოგადოებრივი რეპუტაცია და აღიარება და ეს ადამიანები ნამდვილად არ იღებენ გადაწყვეტილებებს რაღაც ნათესაური კავშირების და სხვა ინტერესების გამო. ამიტომ, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ გადაწყვეტილებებს დოკუმენტაციის სახით პრეზიდენტს სთავაზობს შეწყალების კომისია, ხაზს ვუსვამ, შეწყალების კომისია იმიტომ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენი საზოგადოების დეზინფორმირება მიდის, რომ თითქოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მუშაობს შეწყალების აქტის მომზადებაზე, შეწყალების კომისიის წევრები იღებენ სარეკომენდაციო გადაწყვეტილებას, რომელსაც სთავაზობენ პრეზიდენტს და ამ რეკომენდაციების საფუძველზე პრეზიდენტი თავად, პერსონალურად, ინდივიდუალურად იღებს გადაწყვეტილებას გაიზიაროს ეს რეკომენდაციები თუ არ გაიზიაროს. ირაკლი ქორიძესთან დაკავშირებით კომისიის სარეკომნდაციო გადაწყვეტილება იყო დადებითი, ჩვენ შევთავაზეთ პრეზიდენტს მაშინ საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლება და პრეზიდენტმა ჩვენი რეკომენდაცია გაიზიარა” - აცხადებს ზვიად ქორიძე

შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ის პროცესიც გაიხსენა, რომელიც ირაკლი ქორიძის შეწყალებას უძღოდა წინ. „2013 წლის დეკემბერს, იმიტომ რომ კომისიაში იყო ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი და ჩვენ ერთმანეთს ვეპაექრებოდით სწორედ ამ არგუმენტებით, ვერ მივიღეთ გადაწყვეტილება, ეს საკითხი გადაიდო 2014 წლის იანვრისთვის, უკვე მეორედ კომისიამ სხდომაზე განიხილა ძალიან ბევრი დოკუმენტი, სხვათა შორის არა მხოლოდ ადამიანთა უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის დასკვნა თვისი დისკით, რომელიც იყო წარმოდგენილი და კიდევ სხვა დოკუმენტები, რომლებიც წარმოადგინა ირაკლი ქორიძის ადვოკატმა, წარმოადგინეს სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომლებიც იცნობდნენ ამ საქმეს და ეს არ იყო მხოლოდ რეკომენდაციები, ეს იყო რაღაც კონკრეტული ფაქტები, კონკრეტული შეფასებები იმ პროცესებისა, რომლებიც თან ახლდა ამ საქმეს ირაკლი ქორიძის გასამართლებმადეც და გასამართლების შემდგომაც. ამიტომ, ჩვენ ყველა ეს დეტალი განვიხილეთ.”

როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე განმარტავს, გარკვეული ჯგუფების პოლიტიკური დღის წესრიგი პრეზიდენტთან დაპირისპირებას და მის წინააღმდეგ შავი პიარის წარმოებას ითვალისწინებს. ამ ფონზე ქორიძე მოუწოდებს ყველას, არ მიაწოდოს საზოგადოებას დამახინჯებული ფაქტები. მისივე თქმით, ირაკლი ქორიძე, 2014 წლის იანვარში შეწყალებული ყოფილი მსჯავრდებული, არ იყო გასამართლებული ნარკორეალიზაციაზე" - განაცხადა ზვიად ქორიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42