„ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე აცხადებს, რომ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის ტერორიზმის საფრთხეები, ასევე ქვეყანაში არსებული კორუფცია:
„სუს-ის და ზოგადად ქვეყნის წინაშე არსებული მთავარი გამოწვევებიდან, რა თქმა უნდა ერთ-ერთი არის ტერორიზმი და გამოსაძიებელია ის ძალიან ბუნდოვანი სპეცოპერაცია და ამ სპეცოპერაციის წინარე მოვლენები. როგორ მოხვდა ეს ჯგუფი, ვისი მფარველობით სარგებლობდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, აგრეთვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა კორუფციის, „ევროპულმა საქართველომ“ ამხილა არა ერთი მინისტრი პირდაპირ კორუფციულ გარიგებებში, ინტერესთა კონფლიქტში, აქ არის საუბარი ძალიან სერიოზულ ტენდერებზე, სუს-ში ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა ამას უნდა მიაქციოს სწორედ ყურადღება“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






