სკოლებში უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის
პოლიტიკა - 12:18, 04 Apr, 2018     1201
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლების სამინისტროს კოორდინირებული მუშაობით სკოლებში რიკს-ჯგუფების იდენტიფიცირება ადრეულ ეტაპზე მოხდება.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიცირებული კანონპროექტი სკოლებში უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ პარლამენტში განსახილველად გადაიგზავნა მთავრობის სხდომაზე განიხილეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ.

სკოლებში უსაფრთხოების ნორმების გამკაცრების მიმართულებით რეფორმების გატარება შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული ინიციატივაა. საკანონმდებლო ცვლილებები შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროებმა ერთობლივად შეიმუშავეს. კანონპროექტის თანახმად, მანდატურის სამსახური დამატებით ფუნქცია-მოვალეობებს იძენს, რომლებიც აამაღლებს მისი საქმიანობის ეფექტიანობას და არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციაზე იქნება ორიენტირებული. საკანონმდებლო ცვლილებებით, მანდატურის კანდიდატის მიმართ ახალი მოთხოვნები განისაზღვრა. სრული ზოგადი განათლების ნაცვლად, აუცილებელი გახდება, მანდატურს ჰქონდეს პროფესიული ან უმაღლესი განათლება. შესაბამისად, ასაკობრივად, მანდატური შეიძლება გახდეს არანაკლებ 21 წლის კანდიდატი.

მანდატურის მოსამზადებელ კურსებს განათლების მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი ერთობლივად დაამტკიცებენ. ასევე, განისაზღვრება, რომ კურსები, სწავლების სხვა კომპონენტებთან ერთად, უნდა ითვალისწინებდეს ფიზიკური მომზადებისა და პრაქტიკულ მიმართულებებს.

მანდატურთა გადამზადებასა და ტრენინგებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემია განახორციელებს. სკოლაში მოსწავლეთა შორის კონფლიქტის განეიტრალების და სკოლის გარეთ კონფლიქტის გაგრძელების პრევენციის მიზნით, მანდატურს ექნება მოზარდის შეყოვნების, სამართალდარღვევის შემთხვევაში კი - მშობლისა და პოლიციისთვის დაუყოვნებლივ შეტყობინების ვალდებულება. იცვლება მანდატურთა დანიშვნის წესიც, მათ სკოლის დირექტორის ნაცვლად დანიშნავს და გაათავისუფლებს სსიპ - მანდატურის სამსახურის უფროსი. საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად მომზადდა უწყებათა შორის კოორდინაციისა და ინფორმაციის მიმოცვლის წესი, რომელიც მოსწავლეთა რისკ-ჯგუფების უკეთ იდენტიფიცირებას უზრუნველყოფს. სავალდებულო ხდება სკოლის შენობაში გარე და შიდა პერიმეტრის ვიდეოკამერების დამონტაჟება. სკოლაში მანდატურის არსებობის შემთხვევაში, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის ადმინისტრირებას მოახდენს მანდატური. აღსანიშნავია, რომ დღემდე ვიდეოკამერების არსებობა სავალდებულო მხოლოდ კერძო სკოლებში იყო. რაც შეეხება საჯარო სკოლებს, სადაც დღეს ვიდეოკამერები არსებობს, შესაფასებელია მათი ვარგისიანობა და განახლების საკითხი. განათლების სამინისტროს მიერ განსაზღვრული განრიგით, საჯარო სკოლებში ვიდეოკამერების განთავსება ეტაპობრივად განხორციელდება და 2019 წლის ბოლომდე დასრულდება" - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42