სუს-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინსტიტუტებში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა/პრევენცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.
„საჯარო უწყებებში კორუფციის არსებობა აფერხებს სახელმწიფოს განვითარების პერსპექტივას, ხელს უწყობს მოქალაქეების მხრიდან სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობის დაკარგვას, ხელს უშლის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ეკონომიკურ წინსვლას. ამასთან, კორუფციაში ჩართული საჯარო მოხელეები, შესაძლოა, სხვადასხვა დანაშაულებრივი დაჯგუფების ან/და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დაინტერესების ობიექტებს წარმოადგენდნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სამოხელეო, კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, საჯარო სამსახურებში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის ნიშნების გამოვლენის და თავიდან აცილების ღონისძიებების გატარებას.“ - აცხადებენ სუს-ში.
მასალის გამოყენების პირობები






