ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და მამუკა ბახტაძე ბათუმის პორტის მიტაცებას ცდილობენ - ენმ
პოლიტიკა - 10:55, 04 Apr, 2018     4401
აჭარის უმაღლესი საბჭოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი გია აბულაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება ბათუმის პორტის გაკოტრებას ხელოვნურად ცდილობს.

„ბათუმის ნავსადგურში ტვირთების შემცირებაზე და ნავსადგურში მოსალოდნელ კოლაფსზე, ინფორმაცია პრესაში 2014 წელს გამოჩნდა. ნავსადგურში ტვირთების გატარების პიკური მაჩვენებელი 2006 წელს ფიქსირდება 13.1 მლნ ტონა, (სველი და მშრალი ტვირთები ერთად); 2017 წელი - 4.2 მლნ ტონა. 3.1 ჯერ შემცირდა მოცულობა. მშრალ ტვირთებს თუ გამოვყოფთ, მონაცემები ასე გამოიყურება: 2012 - 1.6 მლნ ტონა, 2013 - 1.7 მლნ ტონა, 2014 - 1.2 მლნ ტონა, 2015 - 1.0 მლნ ტონა, 2016 - 0.9 მლნ ტონა, 2017 - 0.8 მლნ ტონა. ანუ მშრალი ტვირთებიც განახევრებულია. 2016 წელთან შედარებით, 2017 წელს პორტში ნავთობის ტვირთის გადაზიდვის მოცულობა 36%-ით შემცირდა. აბულაძის განცხადებით, 2018 წლისთვის ნავთობის გადაზიდვების მოცულობის პროგნოზი 1.1 მილიონი ტონაა. მისივე თქმით, 2018 წელს პორტის ზარალს 1 მილიონი აშშ დოლარს პროგნოზირებენ.

ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და მამუკა ბახტაძე ბათუმის პორტის და ტერმინალის მიტაცებას ცდილობენ. კერძოდ, 22 მარტს უშუალოდ ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა პრეზენტაცია, თითქოს ბათუმის პორტში მინერალური სატრანზიტო ტერმინალის მშენებლობა იგეგმებოდა. არანაირი მოსამზადებელი სამუშაოები, კვლევები არ ჩატარებულა ასეთი ტერმინალის ასაშენებლად, მითუმეტეს, სასუქების ტერმინალის მშენებლობა ტურისტულ ქალაქში მიუღებელია. მამუკა ბახტაძემ პორტში ახალი კომპანიის შესასვლელად ნიადაგი მოამზადა, რომ ამას შემდგომ მოჰყვეს ახალი კომპანიის შესვლა, რომელიც თითქოს ახალ ინვესტიციებს ჩადებს, გააკეთებს ახალ ტერმინალებს და სხვა. ამასთან, დღეისათვის განიხილება ორი ვარიანტი: პირველი -პორტს და ტერმინალს შეიძენს ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია, ხოლო მეორე - პორტსა და ტერმინალში სამართავად ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიის შემოყვანა განიხილება. უჩა მამაცაშვილი, მამუკა ბახტაძე და ზურაბ პატარაძე ხელმძღვანელობენ მიმდინარე პროცესებს.

ყაზახური სახელმწიფო კომპანია „ყაზტრანსოილი“ (ბათუმის პორტის ოპერატორი და ბათუმის ნავთობტერმინალის მფლობელი) აპირებს 2018 წლის მაისში აქტივების „ყაზმუნაიგაზზე“ (ყაზახეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიაზე) გადაცემას, ამიტომ მამუკა ბახტაძე ცდილობს, წაართვას პორტს ნავმისადგომების, ფლოტის ოპერირების ხელშეკრულებები გრძელვადიანი პირობებით, ე.წ. აუთსორსინგით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვიდრე კომპანია ოპერირებაზე შემოვა, ოპტიმიზაციის მიზნით ბათუმის პორტის და ტერმინალის თანამშრომლების გათავისუფლება გადაწყდა“, - განაცხადა გია აბულაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42