ბათუმის პორტის თანამშრომლებს საზღვაო ნავსადგომის ბლოკირებაში ადანაშაულებენ - გემისთვის გზის გადაკეტვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
პოლიტიკა - 09:34, 04 Apr, 2018     1163
ბათუმის პორტის შენობაში მთელი ღამის განმავლობაში სართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიცია ადგილზე ადმინისტრაციის გამოძახების საფუძველზე მივიდა.

პორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პორტში გემი ვერ შევიდა, რადგან თანამშრომელთა ნაწილმა, მცირე ზომის ხომალდებით, ხელოვნურად ჩახერგა ზღვით შესასვლელი.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 222-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირებას გულისხმობს.

გაფიცულები კი ირწმუნებიან, რომ სხვა თანამშრომლები სოლიდარობას უცხადებენ. "ბლოკირებას ადგილი ჰქონდა თუ არა ამას გამოძიება დაადგენს. ის, რაც ნავსადგურის ფლოტის მცურავი ერთეულის კაპიტნებმა გააკეთეს იყო სოლიდარობის გამოხატვა. ეს არის ნავსადგურის თანამშრომლების საერთო გაფიცვა, ვერ გახდებოდა შესაძლებელი გემის გაყვანა, შემოყვანა, დაცლა და დატვირთვა იმიტომ, რომ ამ პროცესში მონაწილეობს ნავსადგურის თანამშრომლები, რომლებიც სოლიდარობის ნიშნად აქციას აწყობენ. შეგნებულად გემის შემოყვანას ხელს არავინ უშლის" - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ბათუმში, პორტის თანამშრომლები მესამე დღეა გაიფიცნენ. ისინი პორტის დირექტორის გადადგომას და რეორგანიზაციის შეჩერებას ითხოვდნენ.

პორტის დირექტორმა განაცხადა, რომ პორტში რეორგანიზაცია დროებით შეჩერდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42