ზურაბ ხარატიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება არა ხალხს, არამედ არაფორმალურ მმართველს ემსახურება.
„ხის გადატანა აჩვენებს, რომ ერთი ადამიანის ხუშტურებს ეწირება მთელი სახელმწიფოს მექანიზმი... ის, რომ მთელი ხელისუფლება ბატონყმური მორჩილებით, ბატონყმური ვერტიკალით, დღეს დამახასიათებელია რუსული ხელისუფლებისთვის, ზუსტად მისი კოპირებული ხელისუფლების სისტემა მუშაობს.
დენდროპარკი არის ის, რომ ერთი და იგივე ადგილზე ხდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ხეების გადარგვა, რომ ადამიანს ჰქონდეს საშუალება ნახოს არსებული ფლორა. ჩვენთან ხდება ის, რომ ერთი და იგივე ადგილიდან, დასავლეთ საქართველოდან ხდება დენდროპარკში ასწლოვანი ხეების გადარგვა. ასწლოვანი ხეები არავის არ გადააქვს, ეს იგივეა მის მსოფლიოს კონკურსზე ერთი ქვეყნიდან ბებრები მოიყვანო და ასეთი შოუ მოაწყო“ - განაცხადა ზურაბ ხარატიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






