„მნიშვნელოვანი დანაშაული არის ის, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელი წერს იმას, რომ ეს დარღვევა არსებობს, ამის შემდეგ გადის 2 წელიწადი, ფაქტობრივად, არაფერი არ ხდება, ეს უბრალოდ დევს თავისთვის პროკურატურაში, ვითომ რამე ხდება და ამ ფონზე RMG GOLD ითხოვს გაფართოებას... აქ არის ლაპარაკი სერიოზულ კორუფციაზე. მე გაჩვენებ, რომ გაქვს დარღვევები და შემდეგ მიდი,ს როგორც ჩანს, ვაჭრობა, ეს ფორმულაა,“ - განაცხადა რატიანმა.
რატიანის განცხადებით, დღეს ყველა მხარე აღიარებს, რომ RMG GOLD არის დამრღვევი და ის სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს.
„ეს არის მთელი უბედურება, რომ ერთი მხრივ, ყველა აღიარებს იმას, რომ ხდება გარემოსადმი სერიოზული ზიანის მიყენება და ამ ფონზე დღეს ვერ ვათქმევინეთ გარემოს დაცვის მინისტრს, რომ ეს არის სრულიად საკმარისი, რომ შეუჩერდეს ლიცენზია და არ მოხდეს გაფართოება,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






