მანამდე, სააკაშვილის მოთხოვნა დამატებითი სტატუსის მინიჭების თაობაზე უკრაინის საიმიგრაციო სამსახურის მიერ იყო უარყოფილი. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება კანონიერად სცნო. მიხეილ სააკაშვილმა პირველი ინსტანციის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა სარჩელი უზენაეს სასამართლოში შეიტანეს.
„სააკშვილის საკასაციო სარჩელი... უარყოფილია. ის განხილულ იქნა მისი ადვოკატების გამოძახების გარეშე და ამით მიხეილ სააკაშვილის დაცვაზე უფლება დაირღვა“- ნათქვამია მისი პარტიის განცხადებაში.
როგორც პარტიაში აცხადებენ, სააკაშვილის უფლებების დარღვევის გამო, მისი დაცვა ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოსთვის მიმართავს გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები






