„ეს იყო სამარცხვინო, ჩვენ ვიმყოფებით იქ ადამიანები, სამოქალაქო მოძრაობის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც პირდაპირი მნიშვნელობით სისხლი ჩავანთხიეთ საყდრისის საბადოს და ძალიან კარგად ვიცით იქ რა ხდება. ამ დროს , იმის ნაცვლად რომ მოვისმინოთ რაციონალური პასუხები ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე, ის ადამიანები, რომლებსაც საერთოდ შეხება არ ქონიათ არც საყდრისთან, არც გარემოს დაბინძურებასთან, ცდილობენ რაღაცნაირად პოლიტიკური შოუ დადგან და რაღაცა პროვოკაციებზე მიდიან.“- განაცხადა ბურჭულაძემ.
შეგახსენებთ, პარლამენტში დღეს გიორგი ვაშაძეს უმრავლესობის წევრი გიორგი გაჩეჩილაძე დაუპირისპირდა და ის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებით უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში დაადანაშაულა. სიტყვიერი დაპირისპირება შემდეგში ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.
მასალის გამოყენების პირობები






