თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მულტიდისციპლინურ გუნდებმა სერტიფიცირებული სატრენინგო კურსი დაასრულეს
პოლიტიკა - 15:17, 03 Apr, 2018     933
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მულტიდისციპლინურ გუნდებს, რამდენიმეთვიანი გადამზადების კურსის გავლის შემდეგ, შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.

სატრენინგო კურსი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩატარდა და გადამზადება სპეციალურმა პედაგოგებმა, ფსიქოლოგებმა და ლოგოპედებმა გაიარეს.

სატრენინგო კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ გადასცა. პროექტის ტრენერებმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორებმა, თინათინ ჭინჭარაულმა და ნინო ცინცაძემ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მისი შედეგები შეაჯამეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აუტიზმის თემაზე, ამ მიმართულებით არსებულ თანამედროვე მიდგომებზე და იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს არსებობს საზოგადოებაში.

ამავე ღონისძიების ფარგლებში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ გახდა ცნობილი - დღეიდან თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების სპეციალური პედაგოგები, ფსიქოლოგებისა და ლოგოპედების მსგავსად, იმუშავებენ ერთიანი სახელმძღვანელოთი, რომლის პრეზენტაციაც კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრას თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი ესწრებოდა, რომელიც პროექტის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორია.

ღონისძიების დასასრულს, კახაბერ გვანცელაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი განათლების მიმართულებით სხვადასხვა უწყებებთან თანამშრომლობის აუცილებლობას, რათა ადრეული აღზრდისა და განათლების სისტემაში თანამედროვე საერთაშორისო მეთოდოლოგია და სტანდარტები დროულად და ეფექტიანად დაინერგოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42