ქუთათელის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა
პოლიტიკა - 14:26, 03 Apr, 2018     1343
საბურთალოს რაიონში, ალექსანდრე ქუთათელის ქუჩაზე, გზის რეაბილიტაცია დასრულდა. რეაბილიტირებული ქუჩა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა.

კახა კალაძის თქმით, თბილისის მერია საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, დედაქალაქის მასშტაბით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, არაერთი ქუჩის კეთილმოწყობა მოხდება.

„ქუთათელის ქუჩაზე საბურთალოს გამგეობამ სამუშაოები დაასრულა. ეს ქუჩა რეაბილიტაციამდე მძიმე მდგომარეობაში იყო, რის გამოც, მოსახლეობის მხრიდან ძალიან ბევრი პრეტენზია ისმოდა. დღეს ქუჩა უკვე კეთილმოწყობილი და გალამაზებულია. სრულად მოწესრიგდა გზის საფარი, საკანალიზაციო და სანიაღვრე ქსელი. ასევე, დამონტაჟდა ახალი განათებები. მოქალაქეები ამ ქუჩაზე კომფორტულად და უსაფრთხოდ გადადგილებას შეძლებენ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

თბილისის მერთან ერთად, ადგილზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, თბილისის საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები იმყოფებოდნენ.

პროექტის ფარგლებში, ქუთათელის ქუჩაზე 2500 კვადრატული მეტრი ასფალტის ახალი საფარი დაიგო, 182 მეტრის მანძილზე კი, სანიაღვრე ქსელი მოეწყო. ასევე, გაფართოვდა საფეხმავლო ბილიკი და მოეწყო მოძრაობის შემზღუდავი ბარიერი, რის შემდეგაც, ფეხით სავალ ნაწილზე ავტომანქანების პარკირება შეუძლებელი იქნება.

გარდა ამისა, სამუშაოების ფარგლებში, შშმ პირებისა და საბავშვო ეტლებისთვის ბორდიურზე მოეწყო პანდუსები, სახანძრო ჰიდრანტი და დამონტაჟდა ახალი განათების ბოძები. საგზაო სამუშაოები საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ჯეუ გრუპმა“ განახორციელა. პროექტის ღირებულება 210 000 ლარს შეადგენს.

ქუთათელის ქუჩის გახსნისთანავე, ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემაც ამოქმედდება, რომელიც თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა შეიმუშავა. სქემის შესაბამისად, ქუთათელისა და იოსებიძის ქუჩის ქუთათელი-კალანდაძის მონაკვეთზე, ცალმხრივი მოძრაობის მიმართულება შებრუნდება. შესაბამისად, ქუთათელის ქუჩაზე ავტომობილები შარტავასა და ხვიჩიას ქუჩებიდან მოხვდებიან, საიდანაც მოძრაობას იოსებიძეზე განაგრძობენ, ხოლო კალანდაძისა და იოსებიძის ქუჩების გზაჯვარედინზე, ისინი გადაადგილებას მარცხნივ - პეკინის გამზირისკენ, ან პირდაპირ - კვლავ იოსებიძის ქუჩაზე შეძლებენ.

სატრანსპორტო მოძრაობის ცვლილებასთან დაკავშირებით, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა საგზაო ნიშნები განათავსა. ასევე, დაიხაზა საგზაო მონიშვნები, მათ შორის, ქვეითთა გადასასვლელი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42