გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ RMG Copper-სა და კომპანია RMG Gold-ს დაბა კაზრეთში, გარემოზე ზემოქმედების ნებართვის ნაწილში აქვთ დარღვევები. მინისტრს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.
„კომპანიებს გარემოზე ზემოქმედების ნებართვის ნაწილში ჰქონდათ დარღვევები და ეს ცნობილია საზოგადოებისთვის. საუბარია პრობლემებზე, რომელიც იდენტიფიცირებულია ჩვენს მიერ. ეს არის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის არის ზეგავლენა წყალზე, ნიადაგზე და ა.შ. ჩვენ ვართ შედეგზე ორიენტირებული და გვინდა გამოვასწოროთ ის სიტუაცია, რომელიც იქ არის. ყველა მიმართულებით არის პრობლემები, შენიშვნები. ამაზე იმუშავა სამინისტრომ. დეტალურად გრაფიკი გვაქვს შედგენილი, თუ რა უნდა გამოსწორდეს და როგორ. სამინისტროს დასკვნა ორივე კომპანიას გადაეგზავნა",- განაცხადა დავითაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






