ტერიტორიაზე შესულ ოპოზიციას და ,,დმანისის გადარჩენის ფონდის“ წარმომადგენლებს ადგილზე კომპანია RMG Gold-ის კუთვნილი ტექნიკა და დანადგარები დახვდათ. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნული აფქტი არს კანონდარღვევა რაც მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფო კომპანიასთან გარიგებაშია და ამ ფაქტის გამო სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას.
„დადგინდა, რომ არემჯი გოლდი უკანონოდ აწარმოებს სამუშაოებს სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ასევე იმ 16 ჰექტარზეც რომელიც აუქციონით ,,დმანისის გადარჩენის ფონდმა" ავიღეთ იჯარით, არემჯი გოლდი არის შემოჭრილი და ე.წ მართვის პულტი განთავსებული აქვს აქ“.
„ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. არემჯი უკანონოდ არის შემოჭრილი ჩვენს ტეროტირიაზე, რომელიც აუქციონში მოვიგეთ. ჩვენ აუცილებლად მივმართავთ სამართალდამცავ უწყებას, დაიწყოს ამ საქმის გამოძიება. ეს ქმედება ითვალისწინებს კონკრეტულ ჯარიმებს და ფინანსურ სანქციებს - განუცხადეს ,,დმანისის გადარჩენის ფონდის“ წარმომადგენლებმა ,,ნიუპოსტს“
„აზომვა ჩავატარეთ და ჩვენს ტერიტორიაზე გადის გზა, რაც არ უნდა გადიოდეს. ასევე ქვასატეხი დანადგარი დგას სახელმწიფო ტერიტორიაზე და მისი ნახევარი ნაწილი არის ჩვენს ტერიტორიაზე, ასევე არის მოწყობილი მართვის პულტი, დაახლოებით 30-40 მეტრზე არიან ჩვენს ტერიტორიაზე შემოჭრილნი. გარდა ამისა კანონდარღვევა არის ის, რომ ეს ტერიტორია არ აქვთ იჯარით აღებული, ეს ტერიტორია არის სახელმწიფო საკუთრება და უნებართვოდ აწარმოებენ სამუშაოებს. უნებართვოდ სარგებლობენ გარშემო ტერიტორიაზე. მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს ამ უკანონობასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყოს“ - აცხადებენ ოპოზიციის წარმომადგენლები.
დღესვე, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრიც დაესწრება, ოპოზიცია აპირებს აღნიშნული საკითხის დაყენებას.
მასალის გამოყენების პირობები






