„ნიუპოსტის“ ინფორმაციით, ჭიათურის რამდენიმე სოფელი, მათ შორის, შუქურთი და ითხვისი რამდენიმე დღეა, გაფიცულია. აქედან ერთ-ერთ სოფელში საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშილის და ცხოვრობს. ზოგადად, ჭიათურაში ამბობენ, რომ რაიონს სწორედ ივანიშილის და მართვს. ყოველ შემთხვევაში, არსებობს შეხედულება, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა არაოფიციალურად ივანიშილის დას ემორჩლება. ასევე, დადის ხმა, რომ ჭიათურის მაჟორიტარი, სულხან მახათძე, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ჭიათურის გამგებელი იყო, დეპუტატი უშუალოდ ივანიშილის დის ხელშეწყობით გახდა.
ზოგადად, ჭიათურაში პრობლემები ახლა არ დაწყებულა და იგივე დასავლურმა გამოცემებმა ჭიათურა „შავ ქალაქად“ გამოაცხადეს. ადგილობრივები პრობლემების მთავარ წყაროდ „ჯორჯიან მანგანეზს“ ასახელებენ, რომელიც მარგანეცის მოპოვებისას უსაფრთხოების ელემენტარულ ნორმებს არ იცავს. ამის გამო ჭიათურაში, ადგილობრივთა თქმით, თოვლიც კი შავი მოდის.
ამას გარდა, არსებობს საფრთხე, რომ ჭიათურა, როგორც ქალაქი, მალე ისტორიის კუთნილება გახდეს, კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ მთები ჩამოიშალოს და დასახლება ლავამ შთნთქოს.
სხვათა შორის, ჭიათურა საქართველოში „მოწინავე“ ქალაქი იმხრივაცაა, რომ სოციალურად დაუცველთა სიაში უმეტესობა ჭიათურის მკვიდრია. ადგილობრივების შემოსავლის მთვარი ჭყარო მარგანეცის მაღაროებია, თუმცა „ჯორჯიან მანგანეზი“, როგორც „ნიუპოსტს“ ხალხმა უთხრა, მონურად ამუშავებს და კაპიკებს უხდის. ასევე, ხშირია შემთხვევები, როცა მაღაროელები მძიმე სამუშაოს შესრულების დროს იღუპებიან, თუმცა ამ შემთხვევაშიც, დაღუპულთ ოჯახების კომპენსაციაც არაადექვატურია.
ჭიათურაში მოარულ ხმას თუ დავუჯერებთ, „ჯორჯიან მანგანეზს“, რომელიც 400 მილიონით დააჯარიმეს, მფარველები ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში ჰყავს. სწორედ ამის გამო კომპანია ჯარიმის გადახდას არ აპირებს. ვინ მფარველობს კომპანიას? - ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს, თუმცა ხალხი ეჭვობს, რომ ეს მფარველი მთელი ხელისუფლება კი არა, შესაძლოა, „ოცნების“ ცალკეული წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც ჭიათურელთ ჯანმრთელობის ხარჯზე სერიოზულ მოგებას ნახულობენ.
აღსანიშნავია, რომ ჭიათრაში ბოლო დროს საგრძნობლად მოიმატა ონკოლოგიურმა დაავადებებმა, რაც ადგილობრივთა თქმით, მარგანეცის მოპოვებისას უსაფრთხოების ნორმების არდაცვით აიხსნება. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ მარგანეცით დატვირთული ავტომანქანები ქალაქში უპრობლემოდ გადაადგილდებიან, რაც ყოვლად დაუშვებელია.
„ჭიათურაშ მარგანეცს კომუნისტების დროსაც მოიპოვებდნენ, მაგრამ მაშნ ხალხზე ასე თუ ისე ზრუნავდნენ. ყოველ შემთხვევაში, მარგანეცით დატვირთულ მანქანას ქუჩაში ვერ ნახავდით. ახლა კი ჩვენს ქალაქში საშინელება ხდება - დილით თეთრ „საროჩკას“ რომ ჩვიცმევთ, ნახევარ საათში უკვე შავია,“ - ამბობენ ჭიათურელები „ნიუპოსტთნ“ საუბრისას.
რაც შეეხება გაფიცულ სოფლებს, აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ და კატეგორიულად ითხოვენ, რომ გზა, რომელიც „ჯორჯიან მანგანეზის“ ავტომანქანების გამო გაფუჭდა, კომპანიამ ან ხელისუფლებამ გააკეთოს, რადგან ხალხს საკუთარ სახლში მისვლის საშუალება ჰქონდეს.
მასალის გამოყენების პირობები






