„სხდომის მოწვევის მიზანია RMG-ის მიერ კაზრეთის მიდამოებში გარემოსთვის მიყენებული ზიანის მასშტაბების დაფიქსირება და, შესაბამისად, საწარმოო მოედნების გაფართოვებისა და ფიტარეთის მონასტრისა და ხულუტის ციხის მიმდებარე ტყეების განადგურების შეჩერება. 2013, 2014, 2016 წლების შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევებისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფონზე RMG GOLD არ ცვლის მუშაობის სტანდარტებს და გარემოს დაბინძურების მასშტაბები მუდმივად იზრდება, ამასთან, არ ხდება ზიანის ადეკვატური ანაზღაურება, დაუშვებლად მიგვაჩნია შპს RMG GOLD - ის ,,საყდრისის” გროვული გამოტუტვის საწარმოო უბნის ექსპლუატაციის პირობების შეცვლა - მოედნის გაფართოვება. ასევე, დაუშვებლად მიგვაჩნია RMG GOLD-ს მიეცეს ბნელ ხევში ღია კარიერული წესით ოქროს მოპოვების უფლება, რადგან განადგურდება ფიტარეთის მონასტრისა და ხულუტის ციხის მიმდებარე ტყეების, ბნელი ხევის, დიდი მასივი. არ არის დადგენილი ძეგლებზე აფეთქებებით გამოწვეული საფრთხე და ამასთან, რა ზიანი მიადგება აფეთქების შედეგად წარმოქმნილი ფერფლით ფიტარეთის მონასტრის ფრესკებს.“- ნათქვამია „ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






