„ქართული ოცნების“ გააზრებული პოლიტიკის შედეგად ქვეყანაში ვითარება რადიკალურად არის შეცვლილი - კობახიძე
პოლიტიკა - 19:17, 02 Apr, 2018     1359
„დღეს ვითარება ქვეყანაში არის რადიკალურად შეცვლილი, რაც არის „ქართული ოცნების“ გააზრებული პოლიტიკის შედეგი“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თელავში, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საქალაქო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პარტიის აღმასრულებელი მდივნის თქმით, ქვეყნის განვითარებაში გარდატეხის შეტანა 2012 წელს მოხდა, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობითა და მოქალაქეთა თანადგომით, პოლიტიკურ პროცესებში არსებითი ცვლილებები განხორციელდა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, დღეს წინსვლა ყველა მიმართულებით გრძელდება.

„2012 წელს, როდესაც ჩამოყალიბებული იყო ქვეყანაში არადემოკრატიული მმართველობა, მაშინ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით და თითოეული თქვენგანის თანადგომით, ერთად დგომით, ჩვენ შევძელით არსებითი ცვლილებების შეტანა ჩვენს პოლიტიკურ პროცესებში და დღესაც ჩვენი ქვეყანა თქვენი დამსახურებით აგრძელებს წინსვლას, აგრძელებს წინსვლას ყველა მიმართულებით. ჩვენ განსაკუთრებით ვამაყობთ იმ მიღწევებით, რომელიც გვაქვს ადამიანის უფლებების სფეროში, თავისუფლების, დემოკრატიის სფეროში და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არამხოლოდ შევინარჩუნოთ ის მიღწევა, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოში 2012 წლიდან, არამედ ჩვენი ამოცანაა, კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით და ამისათვის ძალიან ბევრი რამ კეთდება ჩვენს ქვეყანაში“,- მიმართა დამსწრეებს ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ბოლო წლებში, ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა. მისი თქმით, ვითარდება ეკონომიკა და „ქართული ოცნების“ კარგად გააზრებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, ევროპის მასშტაბით საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მყარდება საქართველოს საგარეო პოლიტიკური პოზიციები და იზრდება სტაბილურობის ხარისხი, რაც, მისივე შეფასებით, პრაგმატული პოლიტიკის შედეგია.

„ვითარდება ჩვენი ეკონომიკა, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს იმ პროექტებს, რომლებზეც დეტალურად ისაუბრა ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა, პარტიის თავმჯდომარემ. ჩვენ სიამაყით შეგვიძლია აღვნიშნოთ ის, რომ გასულ წელს ქვეყანას, საქართველოს, ჰქონდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მთელი ევროპის მასშტაბით, მათ შორის რეგიონის ქვეყნებში, რაც არის „ქართული ოცნების“ ძალიან კარგად გააზრებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი. ასევე, ჩვენ ვიმყარებთ ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პოზიციებს და იზრდება საქართველოს სტაბილურობის ხარისხი, რაც არის ჩვენი რაციონალური და პრაგმატული პოლიტიკის შედეგი. დღეს ვითარება ქვეყანაში არის რადიკალურად შეცვლილი, რაც არის „ქართული ოცნების“ გააზრებული პოლიტიკის შედეგი“,- განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიის გაძლიერებასთან დაკავშირებით 2 წლის წინ გაცემული დაპირებები პირნათლად შესრულდა, განახლდა „ქართული ოცნების“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42