"ეს პროექტი მიზნად ისახავს დაეხმაროს არა მხოლოდ პოლიტპატიმარ ადვოკატებს, არამედ პოლიტპატიმრებს ზოგადად. გირგვლიანის საქმე და პოლიტპატიმრების საქმეც იყო იმ სისტემური უსამართლობის ნაწილი, რასაც ვებრძოდით. დღეს "გირგვლიანის შესწორებები" ხომ იმიტომ გვინდა, რომ მომავალში თავი დავიზღვიოთ ანალოგიური დანაშაულის გამეორებისგან. ვსვამ კითხვას, რანაირად უნდა დავიზღვიოთ მომავალში თავი ასეთი სისტემური დანაშაულისაგან, თუ ამ სისტემური დანაშაულის მსხვერპლებს, ერთი მხრივ არ დავეხმარეთ და მეორე მხრივ, არ გამოვკვეთეთ ამ სისტემური დანაშაულის ჩამდენი პირები?სწორედ ამ იდეას ისახავს მიზნად ეს პროექტი. კითხვის დასმა, რომ რა შუაშია პოლიტპატიმრები "გირგვლიანის შესწორებებთან”, იგივეა დავსვათ მაგალითად ასეთი კითხვა: რა შუაშია გირგვლიანი თავად „გირგვლიანის შესწორებებთან?! - განაცხადა კოჟორიძემ.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ე.წ. გირგვლიანის შესწორებებთან დაკავშირებით ადვოკატთა ასოციაციასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ „მემორანდუმთან, რომელიც შეეხება 2005-12 წლებში რეპრესირებული ადვოკატების საქმეების გადახედვას, “გირგვლიანის შესწორებები” არაფერ შუაშია.
მასალის გამოყენების პირობები






