პარტიებმა ერთობლივ სარჩელს დღეს, „ეროვნულ დემოკრატიული პარტიის“ ოფისში მოაწერეს ხელი და საკონსტიტუციო სასამართლოსაც დღეს მიმართავენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკურ განცხადებას არ მიიღებს.
„არჩევნების გაყალბების სხვა მეთოდებთან ერთად, ბოლო არჩევნებზე, ივანიშვილის ხელისუფლებამ მოახდინა ამომრჩევლის ნების კონტროლი საკუთარი წარმომადგენლების მეშვეობით საარჩევნო უბნებზე. ჩვენ ვასაჩივრებთ საარჩევნო კოდექსის იმ მუხლს, რომელმაც ეს გახადა შესაძლებელი, ორ სხვა მუხლთან ერთად და იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღბს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც წაადგება ჩვენს ქვეყანას და შესაძლებელს გახდის სამართლიანი არჩევნების ჩატარებას“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
"ახალი საქართველოს" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, კი საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა აიკრძალოს მოსახლეობის ნებაზე ძალადობა.
"საქართველოს ნორმალურ განვითარებას სჭირდება დემოკრატიული საარჩევნო გარემო. დღეს, ჩვენს ქვეყანაში არის ისეთი საარჩევნო გარემო, რომელიც სრულად მორგებულია ხელისუფლების ინტერესებზე. გასულ არჩევნებზე ჩვენ ვნახეთ ტოტალური გაყალბების და უძულების მანქანა, როგორ მოქმედებდა ხელისუფლების მხრიდან. ჩვენი საკონსტიტუციო სარჩელი ეხება ადამიანის უფლებების რეალიზებას მის თავისუფალ არჩევანთან დაკავშირებით. ის ძალადობა, რაც გასულ არჩევნებზე იყო უნდა დასრულდეს და ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ, საკონსტიტუციო სასამართლოსგან უნდა მივიღოთ დასკვნა, რომ ძალადობა ამომრჩეველზე არ შეიძლება. ნების გამოხატვის უფლება არცერთ პოლიტიკურ პარტიას, თუნდაც ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკურ ძალას არცერთ შემთხვევაში არ აქვს. აქ არის რამდენიმე კონპონენტი, თუმცა ერთი არის ის, რომ კარგად გვახსოვს კადრები, თუ როგორ ადგნენ თავზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლები კომისიის წევრებს და ამომრჩევლებს. ეს არის ნების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, ეს არის კონსტიტუციური პრინციპის დარღვევა", - განაცხადა ვაშაძემ.
სარჩელს უერთდება და ხელს აწერს „რესპუბლიკური პარტიაც“.
"საკონსტიტუციო სარჩელის მიზანია საკონსტიტუციო სასამართლომ თქვას, რომ საარჩევნო კოდექსის ნებისმიერი განმარტება, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, რომ ნებისმიერმა პოლიტიკურმა სუბიექტმა, ეს იქნებაა „ქართულ ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“, რესპუბლიკური პარტია და სხვა, ვერ შეძლოს ამომრჩევლის მოყვანა იძულებით, და განმარტოს რომ მსგავსი ტიპის მოქმედება საარჩევნო უბანზე წარმომადგენლის, დამკვირვებლის ან კომისიის წევრის მხრიდან არაკონსტიტუციურია და კონსტიტუციით აღიარებულ არჩევანის თავისუფლებას ეწინაღმდეგება. ჩვენი სარჩელის წარდგენის მიზანია, რომ ასეთი განმარტება მოვიღოთ საკონსტიტუციური სასამართლოდან", - განაცხადა თამარ კორძაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






