ომბუდსმენმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატად იზაბელა ოსიპოვა წარადგინა
პოლიტიკა - 15:10, 02 Apr, 2018     1296
საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატად იზაბელა ოსიპოვა წარუდგინა.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, წლების განმავლობაში, საპარლამენტო თუ სპეციალურ ანგარიშებში სახალხო დამცველი რეკომენდაციას გასცემდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში თუ სხვა წარმომადგენლობით ორგანოებში ეროვნული უმცირესობების კანდიდატის ყოფნის საჭიროებასთან დაკავშრებით და ხაზს უსვამდა მათი ინტეგრაციის მნიშვნელობას საზოგადოებრივ ცხოვრებასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

სახალხო დამცველის კანდიდატი იზაბელა ოსიპოვა თავად წარმოადგენს ეროვნულ უმცირესობას. მისი კანდიდატურა ერთხმად იყო მხარდაჭერილი საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლების მიერ. აქვს მრავალწლიანი გამოცდილება და მაღალი რეპუტაცია ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით გაბედული და პრინციპული საქმიანობის. კარგად იცნობს საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებულ გამოწვევებს, რომლებიც სხვადასხვა ეთნიკური თემის წინაშე დგას და მზად არის მათი ინტერესების დასაცავად.

აღსანიშნავია, რომ იზაბელა ოსიპოვას კანდიდატურა არ ყოფილა მხარდაჭერილი არც ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ და შესაბამისად, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ არაპარტიული მხარდაჭერისა და მრავალეთნიკური სამოქალაქო საზოგადოების მაღალი ნდობის მქონე კანდიდატის დასახელება წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ეროვნული უმცირესობების ჩართულობის უზრუნველსაყოფად გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს მხარი დაუჭირონ სახალხო დამცველის კანდიდატ იზაბელა ოსიპოვას. ასევე აღნიშნავს, რომ კონკურსში არაერთი ღირსეული კანდიდატი იღებს მონაწილეობას და იმედს გამოთქვამს, რომ ბორდთან ერთად საზოგადოებრივი მაუწყებელი უახლოესი 6 წლის განმავლობაში სრულად უპასუხებს სხვადასხვა ეთნიკური, პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვა ჯგუფების მოთხოვნებს და ინტერესებს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42