ბოკუჩავას თქმით, ბიძინა ივანიშვილმა "მოისურვა, რომ 1,2 მილიარდიანი ბიუჯეტი პირადად გააკონტროლოს".
„ივანიშვილმა მოისურვა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს 1,2 მილიარდიანი ბიუჯეტი უშუალოდ, საკუთარი ხელით გააკონტროლოს. ინფრასტრუქტურის სამინისტრო ნომერ მეორეა, ბიუჯეტის რაოენობის მიხედვით და ცხადია სწორედ ამიტომ იკვეთბა ივანიშვილის ინტერესი.
რაც შეეხება კორუფციის ბრალდებას, რომელიც ინფრასტრუქტურის მინისტრების მიმართ ისმის, ეს უკვე მეექვსე მინისტრია, რომელიც ქართული ოცნების პირობებში გამოიცვალა და თითქმის ყველას მისამართით საუბარი იყო კორუფციაზე , თუმცა არცერთ შემთხვევაში არ დამდგარა ამა თუ იმ მინისტრის თუ მის დაქვემებარებაში მყოფი მაღალიჩინოსანის პასყხისმგებლობის საკითხი, რაც ნიშნავს იმას, რომ რეალურად ქართულ ოცნებას არ აქვს სურვილი გააკონტროლოს კორუფცია, უბრალოდ ივანიშვილს სურს რომ 1, 2 მილიარდი ლარი მის დაქვემდებარებაში იყოს“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ქარსელაძე აქამდე ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელად მუშაობდა.
ქარსელაძე ხელმძღვანელობდა პანორამა თბილისისა და რეგიონებში მდებარე სასტუმროების განვითარების პროექტებს.
მასალის გამოყენების პირობები






