ოკუპირებულ აფხაზეთში სამმა მოქალაქემ 199,8 ტონა ფაროსანა დაიჭირა - ისინი 200 მილიონ რუბლს მიიღებენ
პოლიტიკა - 13:44, 02 Apr, 2018     11612
ოკუპირებულ აფხაზეთში, სამმა მოქალაქემ რამდენიმე დღეში 199,8 ტონა აზიური ფაროსანა დაიჭირა, იმისთვის, რომ ფულზე გადაეცვალა/


გამოცემა „აფსნი ლაიფის“ ცნობით, თანხა, რომელსაც ისინი მარინეტული ხელისუფლებისგან მიიღებენ , 200 მილიონ რუბლს სცილდება.

უსაფრთხოების მიზნით, მათი ვინაობა არ საჯაროვდება.

როგორც ერთ-ერთმა მათგანმა გამოცემას განუმარტა, მავნებლის შეგროვების მოტივაცია სწორედ ფულადმა ჯილდომ მისცა.

„როდესაც განცხადების შესახებ გავიგეთ, გადავწყვიტეთ ფაროსანას სანაცვლოდ ფული მიგვეღო. თუ ადრე მათ ვწვავდით, ახლა პლასტმასის ბარელებში ვათავსებთ და სატვირთოებით სპეციალურ პუნქტებში მიგვაქვს“ - განაცხადა ერთ-ერთმა მათგანმა „აფსნი ლაიფთან.“

მისი „კოლეგის“ თქმით, თანხას, რომესაც ე.წ. ხელისუფლებისგან მიიღებენ, სამ ნაწილად გაიყოფენ. ნაწილს სატვირთო მანქანების ხარჯების დასაფარად გამოიყენებენ.

„ერთ ბარელში მხოლოდ 10 კილოგრამი ფაროსანა ეტევა. ჩვენს ნაცბოვს კი „კამაზი“ ჰყავს და ფასდაკლებას გვიკეთებს. თორემ მთელი 200 მილიონი რუბლის გადახდა ტრანსპორტირებაში მოგვიწევდა“ - ამბობს მეორე.

შეგახსენებთ, 26 მარტს , ოკუპირებულ აფხაზეთში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლასთან დაკავშირებით ე.წ. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უახლოეს ორ კვირაში რუსული მხარე მზადყოფნას გამოთქვას, აფხაზეთის მცხოვრებლებს 1 კგ ფაროსანაში 1000 რუბლი გადაუხადოს. დე ფაქტო მთავრობა მავნებელთან ბრძოლის საკითხებში რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობს.

შენიშვნა: აღსანიშნავია, რომ აფხაზურმა გამოცემამ აღნიშნული ინფორმაცია ყოველგვარი მინიშნების გარეშე გაავრცელა. მოგვიანებით კი ჩაამატა, რომ ეს საპირველაპრილო ხუმრობა იყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42