ომბუდსმენი აფგან მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს უჭერს - სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიში
პოლიტიკა - 13:10, 02 Apr, 2018     1153
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გაუჩინარების საქმე სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშში მოხვდა. როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს, ჟურნალისტის გაუჩინარებიდან თითქმის ერთი წლის გასვლის შემდეგ, მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად, გამოძიება კონკრეტულ შედეგებამდე კვლავ არ მისულა. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, სახალხო დამცველი მიმდინარე გამოძიების ეფექტიანობის თაობაზე არსებულ კითხვებზე სარწმუნო პასუხების გაცემის აუცილებლობაზე მიუთითებს და მხარს უჭერს ამ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას:

„საანგარიშო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი იყო 2017 წლის 29 მაისს თბილისის ცენტრიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გაუჩინარების საქმე, რომელსაც სახალხო დამცველი საჯარო განცხადებით არაერთხელ გამოეხმაურა. 2017 წლის 20 ივლისიდან, სახალხო დამცველის წინადადების ნაწილობრივი გათვალისწინების შედეგად, აფგან მუხთარლის საქმე გამოსაძიებლად საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გადაეცა. თუმცა პროკურატურას არ გაუზიარებია დასახელებული წინადადების ის ნაწილი, რომელიც ჟურნალისტისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას მოითხოვდა. სახალხო დამცველი არ ეთანხმება ამგვარ პოზიციას და კვლავ მიიჩნევს, რომ სახეზეა მუხთარლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების წინაპირობები, რამდენადაც ჩადენილი შესაძლო დანაშაულის შედეგად, მას ზიანი მიადგა. აღსანიშნავია, რომ პროკურატურას მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არ გამოუკვლევია დანაშაულის დამამძიმებელი ისეთი გარემოებების არსებობა, როგორებიცაა თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ, დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით ან/და დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რის გამოც გამოძიება კვლავ სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) პირველი ნაწილით მიმდინარეობს. სახალხო დამცველი ყურადღებით ადევნებდა თვალს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებულ მოვლენებს და საგამოძიებო ორგანოდან პერიოდულად ითხოვდა ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული კითხვის ნიშნები გააჩინა საქმის ფარგლებში მოპოვებული ცალკეული ვიდეომასალის ავთენტურობამ, პროკურატურის ცნობით, სხვადასხვა ობიექტიდან გამოთხოვილ ათეულობით ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერების ავთენტურობასთან დაკავშირებით ეჭვის საფუძველი არ არსებობს და შესაბამისად, ექსპერტიზა არ დანიშნულა.

სამწუხაროდ, ჟურნალისტის გაუჩინარებიდან თითქმის ერთი წლის გასვლის შემდეგ, მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად, გამოძიება კონკრეტულ შედეგებამდე კვლავ არ მისულა და არ მომხდარა საზოგადოების იმგვარი ინფორმირება, რაც ნდობას გააჩენდა გამოძიების დროულად და ეფექტიანად მიმდინარეობასთან დაკავშირებით და გააქარწყლებდა ეჭვს, რომ საქართველოს სახელმწიფომ თვალი დახუჭა ან გულგრილად მოეკიდა ჟურნალისტის გაუჩინარებას. აფგან მუხთარლის გაუჩინარების საქმის განსაკურებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობისა და გამოძიების მიმდინარეობისას გამოკვეთილი ხარვეზების გათვალისწინებით, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების ნაწილმა პარლამენტს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით მიმართა. სახალხო დამცველი მიმდინარე გამოძიების ეფექტიანობის თაობაზე არსებულ კითხვებზე სარწმუნო პასუხების გაცემის აუცილებლობაზე მიუთითებს და მხარს უჭერს აღნიშნულ მოთხოვნას.“- აღნიშნულია ანგარიშში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42