„თუ ქვეყნის ეკონომიკას არ ეშველა, არსებობს საფრთხე, ან საერთოდ გავქრეთ ან ისევ მივუერთდეთ რუსეთს“ - თორნიკე შარაშენიძე ეკონომიკურ სტატისტიკას აფასებს
პოლიტიკა - 13:09, 02 Apr, 2018     2048
საქართველო ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია - არსებული მონაცემების მიხედვით სიტუაცია მკვეთრად გაუარესებულია 2012 წლიდან 2017 წლამდე.

მშპ - 2012 წელი: 15.8 მლრდ აშშ დოლარი, 2017 წელი: 15.3 მლრდ აშშ დოლარი. მშპ ზრდა: 2010-2012 წლები: საშუალოდ 6.6%, 2012-2017 წლები: საშუალოდ 3.8%. საგარეო სავაჭრო ბრუნვა: 2012 წელი: 10.433 მლრდ აშშ დოლარი, 2016 წელი: 9.407 მლრდ აშშ დოლარი, 2017 წელი: 10.709 მლრდ აშშ დოლარი. ექსპორტი: 2012 წელი: 2.376 მლრდ აშშ დოლარი, 2016 წელი: 2.113 მლრდ აშშ დოლარი, 2017 წელი: 2,728 მლრდ აშშ დოლარი (საიდანაც 338 მლნ აშშ დოლარი არის სომხეთიდან შემოსული სპილენძის რეექსპორტი), იმპორტი: 2012 წელი: 8.056 მლრდ აშშ დოლარი, 2017 წელი: 7.981 აშშ დოლარი.

„ნიუპოსტთან“ საუბრისას ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ თუ ქვეყანაში ვითარება არ გამოსწორდა, საქართველო დარჩება ქვეყნად, რომელიც ვერასოდეს დაიწევა ევროკავშირის სტანდარტებს.

„მიმაჩნია, რომ ეს არის უმთავრესი გამოწვევა, კიდევ უფრო დიდი გამოწვევა და საფრთხეა, ვიდრე რუსული ბაზები აფხაზეთსა და ცხინვალში, რადგან რუსული ბაზები იქ დგას და ოდესღაც გავა, მაგრამ თუ ქვეყნის ეკონომიკას არ ეშველა და ქვეყანა არ დაიძრა წინ, დავრჩებით ქვეყნად, რომელიც ვერასდროს დაეწევა ევროკავშირის სტანდარტებს და საბოლოო ჯამში დიდი საფრთხეა, რომ ან საერთოდ გავქრეთ ან ისევ მივუერთდეთ რუსეთს. ეს არის უმთავრესი პრობლემა და ამ ხრივ სამწუხაროდ აშკარაა, რომ ყველა მთავრობას უჭირდა ეკონომიკური დიდი გარღვევების მიღწევა, მაგრამ ამ მტავრობას კიდევ უფრო მეტად უჭირს. აშკარად საჭიროა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება. ფაქტია, როცა ქვეყანა ასეთ სიტუაციაშია, რაღაც უნდა გაკეთდეს. არ შველის ქვეყანას მხოლოდ ტურიზმი, სხვა რამ არის მოსაფიქრებელი, მარტო ამაზე დამოკიდებული ქვეყანა ვერ იქნება.

მთავრობა ხედავს ამ ყველაფერს, მაგრამ მგონია, რომ არ იციან, რა უშველონ. ჰგონიათ, რომ ქვეყანას ნელ-ნელა ეშველება ნელი ტემპით, იგივე ტურიზმით ან ტრანზიტიდან შემოსული შემოსავლით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მართლაც უზარმაზარი ზრდა იყო შარშან მარტო რუსეთიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა ერთ წელიწადში გაიზარდა 35%-ით, მაგრამ დაეტყო ეს საბოლოო ჯამში ეკონომიკას? ძალიან ცოტათი. თავის გასამართებლად შეიძლება მოიყვანონ ის მაგალითი, რომ ეკონომიკური კრიზისია რუსეთში, უკრაინაში, თურქეთშიც ლირა გაიქცა, მაგრამ ასეთი თავისმართლება არ გამოდგება. იმავე რუსეთში შემოსავლები არის ორჯერ-სამჯერ მაღალი, ვიდრე საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე და მასაც ვერ ვეწევით. ეს არის ჩემი აზრით მთავარი საფრთხე, რაც იწვევს შემდგომ სხვა უარყოფით შედეგებს, ქვეყნიდან გაქცევას მოქალაქეების იწვევს იმას, რომ ზოგი ჩვეულებრივად ხდება რუსეთის გავლენის აგენტი, ზოგი იწყებს მუშაობას რუსულ რადიოებში თუ გაზეთებში, ხალხს როცა უჭირს, მას ვერ მოსთხოვ, რომ მაღალ დემოკრატიულ იდეალებზეც იზრუნოს. ჯერ უნდა გააძღო ადამიანი და მერე მოსთხოვო დემოკრატიის იდეალების ერთგულება“, - აღნიშნავს თორნიკე შარაშენიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42