"პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე ადამიანებს თავიანთი სიმართლის მტკიცების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ" - პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ადვოკატთა ასოციაციასთან მემორანდუმი გააფორმა
პოლიტიკა - 12:53, 02 Apr, 2018     1272
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ე. წ გირგვლიანის შესწორებებთან დაკავშირებით ადვოკატთა ასოციაციასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმის მიზანი იმ ღონისძიებების მხარდაჭერაა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში 2005-2012 წლებში რეპრესირებული ადვოკატებისთვის და 05.12.2012 წლის #76-Iს დადგენილებით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ, ან დევნილ პირად მიჩნეული მსჯავრდებულების საქმეების შესწავლასა და სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე, მარეაბილიტირებელი გარემოებების დადგენას, რაც შესაძლებლობას მისცემს პირს, აღიდგინოს სამართლიანი სასამართლოს დარღვეული უფლება.

საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ 2012 წელს მიღებული საკანონმდებლო აქტის შემდეგ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ ან დევნილ პირთა უფლებების აღსადგენად ქმედითი ნაბიჯები ამ დრომდე არ გადადგმულა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, აუცილებელია, ადამიანებს, რომლებსაც კანონით მიეცათ პოლიტპატიმრის სტატუსი, ჰქონდეთ თავისი სიმართლის მტკიცების შესაძლებლობა.

"სამწუხაროდ, ამ წლების განმავლობაში, საქმე მნიშვნელოვნად ამ ნაბიჯის იქით წინ არ წასულა. არაერთხელ მივეცით ჩვენ პოლიტიკური შეფასება და ხაზი გავუსვით საჭიროებას ამ საქმეების და ამ პროცესის ბოლომდე მიყვანის თაობაზე, თუმცა, სამწუხაროდ, ეს საკითხი ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი და მეტსაც ვიტყვი, ამ ეტაპზე ჩვენ გარკვეულწილად უკანმიმავალი პროცესი დავინახეთ, მაშინ, როდესაც სასამართლო სისტემის გაჯანსაღების მაგივრად, რასაც მოელოდა ქართული საზოგადოება, ხშირ შემთხვევაში მივიღეთ ისეთ დანიშვნები, რომელმაც გულწრფელი აღშფოთება გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა ე.წ. გირგვლიანის შესწორებებზე საუბრისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ დასახელებული ინიციატივით გასწორდეს უსამართლობა, რომელიც სამართალდამცავ და სასამართლო სისტემაში იმ ადამიანების სახით არსებობს, ვინც თავად ახორციელებდა დევნას.

“ამ წლის დასაწყისში კიდევ ერთხელ გაჩნდა ინიციატივა, ე.წ. გირგვლიანის შესწორებების განხორციელების, რომელსაც, ბუნებრივია, მე მხარი დავუჭირე, თუმცა დღემდე რაიმე რეალური დოკუმენტი, რომლის თაობაზეც ჩვენ შევძლებდით საუბარს, ჩვენს ხელთ არაა. ჩვენ აღვნიშნეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც უნდა იყოს გირგვლიანის შესწორებებში. რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს თვითონ სამართლებრივი დევნის იურიდიული ბაზის დახვეწა, მაგრამ არამხოლოდ; აუცილებელია, რომ ამ შესწორებებით გასწორდეს ის უსამართლობა, რომელიც საკუთრივ სამართალდამცავ და სასამართლო სისტემაში იმ ადამიანების სახით არსებობს, ვინც ახორციელებდა ამ დევნას, ვის სახელებსაც უკავშირდება თუნდაც პოლიტპატიმრების ის სია, ვისი ყოველდღიური შესრულებითაც ხორციელდებოდა დევნა და შემდეგ სასამართლო სისტემაში ამ ადამიანებისათვის განაჩენის გამოტანა.

ჩვენ დავიწყეთ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ მოვიწვიეთ გაეროს წარმომადგენელი იმისთვის, რომ დაგვეხმაროს ამ ძალიან რთული ვითარების გადასალახად და მოგვცეს რჩევა ამ მიმართულებით. მეორეს მხრივ იმ პირებს, ვინც არიან კანონით ცნობილი პოლიტიკურ დევნილებად, ჩვენ დღეს ვაძლევთ ხელში რეალურ მექანიზმს თავისი უფლებების აღდგენის", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დღეს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი დააფინანსებს იმ დროებითი კომისიის მუშაობას, რომელიც ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ უკვე შექმნა. "უახლოეს წარსულში სისხლის სამართლებრივ დევნას და მსჯავრდებას დაქვემდებარებულ (რეპრესირებულ) ადვოკატთა რეაბილიტაციის" დროებითი კომისია რეპრესირებული ადვოკატებისა და პოლიტპატიმრად აღიარებული პირების მიმართვის შემთხვევაში, შეისწავლის მათ საქმეებს, მოამზადებს დასკვნებს და დაეხმარება, მიმართონ სასამართლოს მათი საქმეების ხელახლა განხილვის მიზნით. კომისია ასევე დაეხმარება ზემოაღნიშნულ პირებს მიმართონ პროკურატურას მათ საქმეებში სამართალდამცავ ორგანოთა წარმომადგენელთა მხრიდან ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის გამოძიების მოთხოვნით.

მემორანდუმს ხელი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ მოაწერეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42