საზოგადოებრივ მაუწყებელში განხორციელებულ ცვლილებებს ომბუდსმენი უარყოფითად აფასებს
პოლიტიკა - 12:43, 02 Apr, 2018     1423

სახალხო დამცველი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონსა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებებს უარყოფითად აფასებს, - ამის შესახებ საუბარია ომბუდსმენის 2017 წლის ანგარიშში.

„საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვანი კრიტიკა გამოიწვია საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო ახალი ხელმძღვანელობის პირობებში მიმდინარე მოვლენებმა. მათ შორის, სახალხო დამცველმა უარყოფითად შეაფასა მენეჯმენტის მიერ 2017 წლის დასაწყისში წარმოდგენილი ხედვა, რომელიც გადაცემების დახურვას მხოლოდ მათ რეიტინგს უკავშირებდა. უარყოფითად უნდა შეფასდეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონსა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები. კერძოდ, ახალი საკანონმდებლო რეგულირების ფარგლებში, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ განხორციელებულ მთელ რიგ შესყიდვებზე აღარ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი. შედეგად, მოცემულ ეტაპზე დაწესებულების მიერ განხორციელებული შესყიდვები საკანონმდებლო მოწესრიგების ფარგლებს გარეთ რჩება, რაც მნიშვნელოვან შეკითხვებს აჩენს მისი საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ ახალი საკანონმდებლო ჩარჩო საზოგადოებრივ მაუწყებელს ანიჭებს უფლებამოსილებას, კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლები დამწყები საწარმოების (სტარტაპების) წახალისებისკენ მიმართოს, რაც, მსგავსი საწარმოების საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, ბიუჯეტის მიზნობრივად ხარჯვის საკითხს ეჭვქვეშ აყენებს. ამასთან, საზოგადოებრივ მაუწყებელს მიეცა კომერციული რეკლამის განთავსების შესაძლებლობა, რაც ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ საზოგადოებრივი მაუწყებლობის პრინციპს, რომლის თანახმადაც საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისუფალია კომერციული გავლენისგან. საანგარიშო პერიოდში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, აგრეთვე გამოიკვეთა საზოგადოებრივ მაუწყებელში შრომითი უფლებების რეალიზების კუთხით არსებული სხვადასხვა სახის პრობლემა, რაც უკავშირდებოდა ობიექტური გარემოებების გარეშე მოკლევადიანი ხელშეკრულებების გაფორმებას, თანამშრომელთა სამსახურში უკონკურსოდ აყვანას, დისკრიმინაციული საფუძვლით თანამშრომლის გათავისუფლებას.“- აღნიშნულია ანგარიშში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42