მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფა, საარჩევნო სისტემის ხარვეზები, რუსთავი2-ის საქმე - რა მოხვდა ომბუდსმენის 2017 წლის ანგარიშში
პოლიტიკა - 12:10, 02 Apr, 2018     1340
საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ 2017 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარადგინა.

347 გვერდიან ანგარიშში წარმოდგენილია კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და პროგრესი, მითითებულია სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები, რომლებიც არღვევდნენ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. მიმოხილულია სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა.

საანგარიშო პერიოდი ძირითადად მოიცავს 2017 წელს, მაგრამ მასში ასევე გაანალიზებულია ის პრობლემები, რომლებიც მანამდე არსებულ პერიოდში წარმოიშვა და საანგარიშო პერიოდშიც გაგრძელდა.

ანგარიშში საუბარია სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევების ეფექტური გამოძიებისა და ძალის გამოყენების პროპორციულობის შეფასებას. ამ თვალსაზრისით საუბარია 2017 წლის დეკემბერში პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტზეც.

წარმოჩენილი და გაანალიზებულია პენიტენციურ, დროებითი მოთავსების და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული პრობლემები, მათ შორის ინფრასტრუქტურული.

აღნიშნულია, რომ ძალოვანთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტზე სახალხო დამცველის მხრიდან გამოძიების დაწყების მრავალჯერადი მოთხოვნის მიუხედავად, საქართველოს მთავარ პროკურატურას სავარაუდო პასუხისმგებელი პირები არ გამოუვლენია.

აღკვეთის ღონისძიებებისა და საექსტრადიციო პატიმრობის შეფარდებისას ხშირად ირღვევა თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, გაიზარდა ადმინისტრაციული დაკავების ვადები და დღემდე მოუწესრიუგებელია ნარკოტესტირების პრაქტიკა.

სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა ანგარიშში იმსჯელა სასამართლოს ინსტიტუციური ხასიათის პრობლემებზე, დამოუკიდებლობის ხარისხზე, სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვის გაჭიანურების სიხშირესა და სასამართლოს შემადგენლობის ხშირ ცვლაზე.

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კუთხით საუბარია პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტების შესახებ დაწყებული გამოძიებების არაეფექტურობაზე. ასევე, ფარული მიყურადების მომწესრიგებელი კანონმდებლობის არაკონსტიტუციურობასა და პრაქტიკულ ხარვეზებზე.

თანასწორობის უფლების დაცვისკენ მიმართული რეგულაციების ეფექტურ განხორციელებას, სხვა საკითხებთან ერთად არასაკმარისი საკანონმდებლო გარანტიები და საზოგადოებაში დამკვიდრებული მცდარი შეხედულებები აფერხებს. დღემდე ყველაზე დაუცველი ჯგუფებია ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მათ შორის, ბავშვები, ლგბტ+ თემის და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები. გამოწვევას წარმოადგენს ქალთა უფლებრივი მდგომარეობის და გენდერული თანასწორობის მაჩვენებელი, ძალადობა და ფემიციდის მაღალი რიცხვი. პრობლემურია რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ სამართალდარღვევებზე რეაგირება და გადაუჭრელია საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული საკულტო ნაგებობების დაბრუნების საკითხიც.

გამოხატვის თავისუფლების რეალიზების უზრუნველსაყოფად, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტია, გამოწვევად რჩება საგამოძიებო უწყებების მხრიდან უფლებაში ჩარევის საქმეების დროული და ეფექტური გამოძიება; ინფორმაციის თავისუფლების მეტი გარანტიები კი მოქმედი კანონმდებლობის დახვეწასა და საერთაშორისო სტანდარტებთან მათ ჰარმონიზაციას საჭიროებს.

კვლავ პრობლემას წარმოადგენს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების პირველადი რეგისტრაციის პროცესი. ასევე დაურეგულირებელია „ტრადიციულ მფლობელობაში“ არსებულ მიწებზე უფლების აღიარებისა და დაცვის საკითხი.

ანგარიშში საუბარია მოქმედი საარჩევნო სისტემის ხარვეზებზე. ასევე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის საკანონმდებლო გარანტიების არაარსებობაზე, შრომის უსაფრთხოებასა და სამუშაო ადგილებზე მუშათა დაღუპვის შემაშფოთებლად მაღალ მაჩვენებელზე. ხაზგასმულია ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზაცისთვის კანონმდებლობისა და პრაქტიკის დახვეწის აუცილებლობა.

ჯანმრთელობის უფლების დაცვის თვალსაზრისით, გამოიკვეთა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის და სამედიცინო მომსახურების ხარისხის პრობლემა. განსაკუთრებულად გაესვა ხაზი ნარკოპოლიტიკას და ამ მიმართებით არსებულ გამოწვევებს. სოციალური უზრუნველყოფის მხრივ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის საარსებო შემწეობით უზრუნველყოფა, ასევე, ბენეფიციარებში შრომითი დემოტივაცია. სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციას კვლავ არასრულფასოვანი კანონმდებლობა, შეზღუდული რესურსები და ერთიან მონაცემთა ბაზების უქონლობა უშლის ხელს. დღემდე არ არსებობს ეკომიგრანტთა შესახებ სპეციალური კანონი, მწირია მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტი. ხშირია უკუმიგრაციაის ფაქტებიც.

პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა ბავშვის უფლებების დაცვის მიმართულებით, თუმცა კვლავ პრობლემად რჩება სიღარიბე, ძალადობა, განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების რიცხვი. დასახვეწია დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი.

ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მხრივ კვლავ მოუგვარებელია განათლების, მათ შორის, სახელმწიფო ენის ცოდნის, დასაქმებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის თვალსაზრისით არსებული ვითარება; კულტურული უფლებების სრულფასოვანი დაცვა და რეალიზება. დაბალია მათი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით ანგარიშში განხილულია ინფრასტრუქტურული პრობლემები, სამედიცინო დაზღვევის, შვებულებით და ყოველკვირეული დასვენების უფლებით სარგებლობის საკითხები.

კვლავ აქტუალურია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების, ჯანდაცვის, აბილიტაცია–რეაბილიტაციის, შრომისა და დასაქმების, მისაწვდომობის, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებების სათანადოდ რეალიზების საკითხი. გაეროს კონვენციის რატიფიცირებიდან ოთხი წლის შემდეგ კვლავ არ არის შექმნილი აღსრულების ქმედითი და ეფექტიანი მექანიზმი, ხოლო საქართველოს პარლამენტს კვლავ არ მოუხდენია გაეროს შშმ პირთა უფლებების შესახებ კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება. გამოწვევად რჩება ხანდაზმულ პირთა მძიმე სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა და მიზნობრივი პროგრამების სიმწირე.

კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობისათვის 2017 წელიც ძალიან მძიმე იყო. ისინი ყოველდღიურად განიცდიან სიცოცხლის, თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლების დარღვევას, არასათანადო მოპყრობას, გადაადგილების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას.

ანგარიშში სახალხო დამცველი დევნილთა საჭიროებებზე მორგებულ მიდგომაზე გადასვლის აუცილებლობაზე მიუთითებს და საქართველოს მთავრობასთან აქტიურად თანამშრომლობის მზაობას გამოთქვამს.

კვლავ გამოწვევად რჩება მოქალაქეობის მინიჭებისა და ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ მოთხოვნაზე უარის თქმისა და თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის ხარისხი.

იხილეთ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიშის სრული ელექტრონული ვერსია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42