„ასეთი მონაცემების პირობებში ნებისმიერი თავმოყვარე მთავრობა გადადგებოდა“ - დიმიტრი შაშკინი 2012-2017 წლის ეკონომიკურ სტატისტიკას აფასებს
პოლიტიკა - 11:57, 02 Apr, 2018     2001
საქართველოს ეკონომიკური მონაცემები 2012 წლიდან 2017 წლის ჩათვლით - არსებული მონაცემების მიხედვით შეიძლება მკაფიოდ ითქვას, რომ ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია.

მაგალითისთვის: მშპ - 2012 წელი: 15.8 მლრდ აშშ დოლარი, 2017 წელი: 15.3 მლრდ აშშ დოლარი. მშპ ზრდა: 2010-2012 წლები: საშუალოდ 6.6%, 2012-2017 წლები: საშუალოდ 3.8%. საგარეო სავაჭრო ბრუნვა: 2012 წელი: 10.433 მლრდ აშშ დოლარი, 2016 წელი: 9.407 მლრდ აშშ დოლარი, 2017 წელი: 10.709 მლრდ აშშ დოლარი. ექსპორტი: 2012 წელი: 2.376 მლრდ აშშ დოლარი, 2016 წელი: 2.113 მლრდ აშშ დოლარი, 2017 წელი: 2,728 მლრდ აშშ დოლარი (საიდანაც 338 მლნ აშშ დოლარი არის სომხეთიდან შემოსული სპილენძის რეექსპორტი), იმპორტი: 2012 წელი: 8.056 მლრდ აშშ დოლარი, 2017 წელი: 7.981 აშშ დოლარი.

არსებულ ვითარებას „ნიუპოსტთან“ საუბრისას დიმიტრი შაშკინი აფასებს, რომელიც აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა ქვეყნის სავალალო მდგომარეობას ეკონომიკის თვალსაზრისით „არ ხედავს“ და „ბედნიერია“ იმით, რომ 2012 წლის მონაცემები გარკვეულ კატეგორიებში არ იცვლება, ეს კი სავალალოა, რადგან დანარჩენი მსოფლიო ამ მიმართულებით ვითარდება:

„სამწუხაროდ ეს სტატისტიკური მონაცემები ამტკიცებს იმას, რომ საქართველოშო არის დიდი გამყინვარება. ქვეყანა 5 წლის განმავლობაში გაიყინა, გაიჭედა ერთ ადგილას, ერთადერთი რაც იზრდება ეს არის ვალი, საშინაო და საგარეო ვალი, რომელიც ხალხის გადასახდელია. ვირაცას შეიძლება ეგონოს ის რომ რაღაც მონაცემებში უკუსვლა მკაფიო არ არის 2012 წლამდე და ეს კარგია, რეალურად ეს ასე არ არის. რეალურად ამ მონაცემებით ჩვენ ვხედავთ, რომ 5 წლის განმავლობაში, როცა მთელი მსოფლიო ვითარდება, საქართველო ეკონომიკის მონაცემების დაახლოებით ნახევრით არის გაჩერებული ერთ ადგილზე, ზოგიერთი მონაცემის მიხედვით კი უკუსვლა არის სახეზე. ის, რომ გაჩერებულია, ეს კარგი არ არის, რადგან მსოფლიო წინ წავიდა, ჩვენ კი დავრჩით ეკონომიკის 2012 წლის მონაცემებით. ანუ ეკონომიკური თვალსაზრისით ჩვენი კონკურენტი ქვეყნები ვითარდებიან, ჩვენ კი ვართ ერთ ადგილას გაჩერებული, ზოგ შემთხვევაში კი უკანაც მივდივართ.

ნებისმიერი მთავრობა, რომლის მმართველობის პერიოდში ასეთი მონაცემები იქნებოდა, საუბარი მაქვს თავმოყვარე მთავრობაზე ბუნებრივია, ან გადადგებოდა, ან მიიღებდა გადამჭრელ ზომებს. მაგრამ 5 წლის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ იმას, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა ამ მონაცემებს არ ხედავს. ისინი არიან ბედნიერები, რომ 2012 წლის მონაცემები კონკრეტული მიმართულებებით არის შენარჩუნებული, მაგრამ არ სურთ დაინახონ ის, რომ ამ წლების განმავლობაში სხვა ქვეყნები წინ წავიდნენ, ეს არის უბედურება“, - აღნიშნავს დიმიტრი შაშკინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42