„აქ დანაშაული მოხდა“ - რატომ შეწყდა აქცია და რატომ შეუშვეს აქციის მონაწილეებმა სპეცტექნიკა მესტიაში
პოლიტიკა - 11:56, 02 Apr, 2018     2925
აქციის მონაწილეებმა, რომლებიც მესტიაში ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ, ცემენტით დატვირთული სპეციალური ტექნიკა გაატარეს. რატომ წავდნენ კომპრომისზე აქციის მონაწილეები და შედგა თუ არა ხელისუფლების წარმომადგენლებთან გარკვეული გარიგება? - ამის გარკვევას „ნიუპოსტი“ აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორთან, დავით გულბანთან შეეცადა.

გულბანი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღს, რაც მესტიაში შს მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძე ჩავიდა.

შს მაღალჩინოსანთან კონსულტაციის შემდეგ კი სპეცტექნიკამ, რომელიც აქციის მონაწილეებს აქამდე ბლოკირებული ჰქონდათ, მშენებლობის ადგილზე ცემენტი შეიტანა.

გულბანი „ნიუპოსტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ჰესების მშენებელი კომპანია სამუშაოებს მოსახლეობის ნებართვის გარეშე ვერ დაიწყებს და თუ ეს მათი ნების საწინააღმდეგოდ მოხდება, ფართომასშტაბიანი აქციები კვლავ გაიმართება.

„სულ სხვა ვითარება იყო, ადგილზე შს მინისტრის მოადგილე, საბანაძე იყო ჩამობრძანებული, რომელიც მესტიაში საქმეში გასარკვევად ჩამოვიდა, მას პოლიციის ესკორტი აცილებდა, 100 მეტი ადამიანი, დაახლოებით 15-მდე „პიკაპი“ და პლუს, ავტობუსი. სასულიერო პირებიც ჩაერივნებ და საბოლოოდ, შევთანხმდით, რომ სამუშაოების გაგრძლება არ მოხდება, ტექნიკა ადგილზე შევა, მასალას დატოებს და ტერიტორიას მალევე დატოვებენ, მუშა პერსონალიც გამოვა ადგილიდან. სანამ დოკუმენტის საფუძვლიანი განხილვა და შესწავლა არ მოხდება, მანამდე სამუშაოები არ გაგრძელდება“- აღნიშნა დავით გულბანმა.

აქციის ორგანიზატორი ირწუნება, რომ აქციის მონაწილეებს, რომლებმაც ტექნიკა გაატარეს, კონკრეტული ადამიანების ინტერესი არ შეუსრულებიათ.

„ჩვენებიც იმყოფებიან ტერიტორიაზე, ისინი ყველაფერს აკონტროლებენ... პრინციპის დათმობაზე საუბარი არ არის, მასალა საკონსერვაციო სამუშაოებისთვის მაინც საჭირო იყო. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ აქ დანაშაული მოხდა, იმ თვალსაზრისით, რომ დოკუმენტები გაყალბდა და ასეთი, გაყალბებული დოკუმენტაცია სახელმწიფო ინსტიტუციამ, უბრალოდ, გაატარა და დაამტკიცა. ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ, მივმართავთ შესაბამის ორგანოს და მედიაც ინფორმირებული იქნება,“ - თქვა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

ცნობისთვის, მესტიაში ადგილობრივებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს და ორი დღის განმავლობაში სპეციალური ტექნიკა, რომელიც ცემენტით არის დატვირთული, მშენებარე ჰესის ტერიტორიაზე არ შეუშვეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42