ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა პრემიერ მინისტრს პასუხობს. უგულავას განცხადებით მუდმიოვად თავისმართლების რეჟიმში მყოფი მთავრობის მეთაური ქვეყნისთვის სახიფათოა:
,,ვანსა და ხონში სტუმრობისას პრემიერმა მოიცალა ბულვარულ ჭორებზე სასაუბროდ, მაგრამ არ გახსენებია აზიური ფაროსანა, რომელსაც აქ დათბობასთან ერთად შავი ჭირივით ელოდება ხალხი. მას არ გახსენებია აქაური მწვავე პრობლემები, მაგრამ მოახერხა "ევროპულ საქართველოსთან" მიმართებით გაემეორებინა პუტინის რუსეთის ბრალდებები 2008 წლის ომთან დაკავშირებით. მას არ შეუმჩნევია სრული უიმედობა და უპატრონობა რეგიონში, მაგრამ ჩვენთან მიმართებაში ისაუბრა რაღაც გაუგებარ კარტბლნშებზე. ოცნება შესაძლოა მართლაც ერთი კაცის კარტბლანშით არსებობს, მაგრამ ჩვენ და საქართველოს საზოგადოება ვცნობთ მხოლოდ მანდატს, რომელსაც არჩევნების გზით იძლევიან ჩვენი თანამოქალაქეები. ამდენად სამწუხაროდ ჩვენ ვიხილეთ ხალხის პრობლემებისგან მოწყვეტილი, შეუფერებელი ჟარგონით მოსაუბრე, მუდმივად თავის მართლების რეჟიმში მყოფი მთავრობის თავმჯდომარე, რაც ძალიან სახიფათო და საგანგაშოა ქვეყნისთვის,’’ - აცხადებს გიგი უგულავა.
მასალის გამოყენების პირობები






