„ეკა მესხიძემ იკადრა ტყუილი“ - თეა წულუკიანი პაპუნა უგრეხელიძის ირგვლივ აგორებულ სკანდალზე
პოლიტიკა - 12:03, 31 Mar, 2018     3329

სექსუალური შევიწროების შესაძლო ფაქტი - იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მომხდარზე განმარტებას აკეთებს. საუბარია პაპუნა უგრეხელიძის მიმართ არსებულ ბრალდებაზე, რომლის მიხედვითაც იგი სექსუალური სახის შევიწროებას ახორციელებდა თანამშრომლებზე:

„ეკა მესხიძემ იკადრა ტყუილი, როცა 2018 წლის 24 მარტს საზოგადოებას უთხრა, თითქოს იუსტიციის მინისტრმა იცოდა მის მიერ გახმაურებული ამბის შესახებ და თითქოს მინისტრმა მას უპასუხა, რომ "ეს არაფერია". აღნიშნული განცხადება თეა წულუკიანმა გუშინ საღამოს გააკეთა. სინამდვილეში, ეკა მესხიძემ იუსტიციის მინისტრს რეაგირებისთვის მხოლოდ 2018 წლის 27 მარტს მიმართა. სწორედ ამ დღეს შემოიტანა იუსტიციის სამინისტროს კანცელარიაში წერილი და სახალხო დამცველის რეკომენდაციის ასლი თეა წულუკიანის სახელზე (იხ. მესხიძის მიერვე დართული განაცხადი მოთხოვნით da მისი ჩაბარების თარიღი).

აქვე აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის მიერ გამოცემული რეკომენდაცია, რომელიც მინისტრის დეკრეტულ შვებულებაში ყოფნის დროს გამოვიდა და ამავდროულად მხარეების გარდა (მესხიძე-უგრეხელიძე) სხვა პირებისთვის კონფიდენციალურია, ეკუთვნის პირადად პაპუნა უგრეხელიძეს. კერძოდ, პაპუნა უგრეხელიძეს სახალხო დამცველი აძლევს რეკომენდაციას შექმნას ჯანსაღი სამუშაო გარემო. მოწოდება გადადგომის, ან თანმდებობის დატოვების შესახებ დასკვნაში არ არის.

"ჩვენ, ქალებს გვაქვს ერთი მიზანი, ჩვენი უფლებების კიდევ უფრო გამყარება ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ეს ბრძოლა ვერ იქნება წარმატებული, თუკი ჩვენ ვერ განვასხვავებთ ერთმანეთისგან შეურაცხყოფას, სექსუალურ შევიწროებას, ძალადობას ვერბალურს და ფიზიკურს.

ამ ყველაფერს თუ ერთმანეთში ავურევთ, რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა იქნება შეფერხებული; ხოლო თუ ტყუილით ვივლით წინ, ეს ბრძოლა იქნება წარუმატებელი.

მსხვერპლმა, რომელიც "რუსთავი 2"- ის ეთერში სახედაფარული მოგვევლინა, მე მომმართა რეაგირებისათვის იმ დღეს როდესაც პაპუნა უგრეხელიძემ დატოვა სამსახური.

შესაბამისად, მან იკადრა ტყუილი, როდესაც საზოგადოებას უთხრა, თითქოს მე ვიცოდი ამის შესახებ და ვუთხარი რომ მერე რა მოხდა ეს მხოლოდ ვერბალური ამბავია მეთქი.

შესაბამისად, როდესაც ამხელა ტყუილს კადრულობს ე.წ. მსხვერპლი, რა თქმა უნდა ეს ბრძოლა წინ ვერ წავა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის დავები რომლებიც სასამართლოში მიმდინარეობს, მხარეებს მიეცეთ საშუალება მშვიდ პირობებში სასამართლოს განახილინონ.

როდესაც უგრეხელიძე დაბრუნდა მივლინებიდან მან მოიტანა, და საქმის მასალები რომელიც მე სხვაგვარად არ მექნებოდა, მაჩვენა. იქ დევს ექსპერტიზის დასკვნა სხვებს შორის, რომელიც ადასტურებს, რომ ის მისამართი საიდანაც თითქოს გაიგზავნა უგრეხელიძის მხრიდან შეურაცხმყოფელი ფრაზები, მას არ უნდა ეკუთვნოდეს.

ამიტომაც დაველოდოთ სასამართლო განხილვის შედეგებს. რაც მთავარია, აღარასოდეს მომავალში არცერთმა არ უნდა ვიკადროთ ტყუილი, რადგან ჩვენ ქალებს ტყუილი გვაყენებს ძალიან დიდ ზიანს ამ ბრძოლაში" - განაცხადა თეა წულუკიანმა“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42