„აშშ-ის მხარდამჭერი პოლიტიკური გზავნილი და პრაქტიკული აქტი, რომელსაც კანონის ძალა ექნება“ - ექსპეტი პრეზიდენტის ინიციატივაზე
პოლიტიკა - 20:47, 30 Mar, 2018     1545
საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) დირექტორი, პაატა გაფრინდაშვილი აშშ-ს მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების ინიციატივასთან დაკავშირებით პრეზიდენტს წერილზე საუბრობს.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ დოკუმენტში პოლიტიკურთან ერთად ეკონომიკური საკითხებიც უნდა ჩაიდოს. გაფრინდაშვილი პროცესში ლობისტების ჩართვის აუცილებლობაზეც ამახვილებს ყურადღებას.

"გარდა ძალან სერიოზული პოლიტიკური გზავნილისა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, მითუმეტეს შექმნილი ვითარებაში, სადაც პრაქტიკულად დაწყებულია ე.წ. მეორე ცივი ომი, რომლის ინიციატორი და შემოქმედი რა თქმა უნდა რუსეთი გახლავთ, გარდა ამ პოლიტიკური მხარდამჭერი გზავნილისა, მეორეს მხრივ ეს იქნება ძალიან პრაქტიკული დატვირთვის მქონე აქტი, რადგან მას კანონის ძალა ექნება, ის იქნება კონგრესის მიერ მიღებული, შესაბამისად, ეს იმთავითვე იმას ნიშნავს, რომ ძალიან გრძელვადიანი იქნება" - თქვა გაფრინდაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს აშშ-ს მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების ინიციატივასთან დაკავშირებით ოფიციალური წერილით მიმართა.

გიორგი მარგველაშვილმა ინიციატივასთან დაკავშირებით კონსულტაციებისათვის სრული მზადყოფნა გამოთქვა და საქართველოს მხარდამჭერი აქტისა და შემდგომი სამოქმედო ნაბიჯების შესახებ პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42