გიორგი მარგველაშვილმა ინიციატივასთან დაკავშირებით კონსულტაციებისათვის სრული მზადყოფნა გამოთქვა და საქართველოს მხარდამჭერი აქტისა და შემდგომი სამოქმედო ნაბიჯების შესახებ პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
წერილის ადრესატებს ქვეყნის პირველი პირითვის ჯერ არ უპასუხიათ, თუმცა განცხადება გაკეთდა საპარლამენტო უმრავლესობაში.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ აშშ-სთან სტრატეგიულ თანამშრომლობაზე გუნდში სრული ერთსულოვანია, თუმცა ეკა ბესელიამ იქვე ქვა, რომ პრეზიდენტს წერილს და მის ინიციატივას არ იცნობს.
"ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან დაკავშირებით, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, არ მახსოვს არცერთი საკითხი, რომელზეც გუნდში განსხვავებული პოზიცია იყოს ან წარსულში ყოფილიყო ასეთი საკითხი, სადაც განსხვავებული ხედვა ყოფილიყო იმის შესახებ თუ როგორი უნდა იყოს ეს თანამშრომლობა. არის საკითხები, რომელიც არ იწვევს დისკუსიას და მგონია რომ ეს სწორედ ეს საკითხია. თუმცა ამ კონკრეტულ დოკუმენტს არ ვიცნობ და მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ"- თქვა ეკა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






