ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციაში“ მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ისევ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების ჭკუაზე დადის. მისი თქმით ამ გზით საქართველო რუსეთთან ურთიერთობას გაამწვავებს, პასუხისმგებლობას კი არავინ აიღებს:
“ძალიან მცხვენია, პრემიერ-მინისტრი აკეთებს ერთ განცხადებას, მეორე რაღაცა ხდება. დღეს ვუსმენდი, ნინო ჟიჟილაშვილს ჰყავდა სტუმრად გიგა ბოკერია. მაინტერესებს ელემენტარული პასუხისმგებლობა...თქვენ იცით, რა ხდება მსოფლიოში, სირიაში, ახლო აღმოსავლეთში, გამორბის ყველა. მაინტერესებს, პასუხისმგებელი ვინ იქნება იმ შემთხვევაში, საქართველოშიც რომ იგივე რაღაცა დატრიალდეს, ღმერთმა ნუ დაატრიალოს... ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც 2008 წელს დატრიალდა? ახლა არ მითხრათ, რუსეთიო, რა. რუსეთი თავის ინტერესებს ატარებს, მაგრამ საქართველოში პასუხისმგებელი ვინ არის იმაზე, რაც 2008 წელს მოხდა? პასუხისმგებელი პირი მაჩვენეთ, სად არის ახლა? ოპოზიცია, რომელმაც დღეს უმცირესობის მანტია მოირგო, ეს არის პასუხისმგებლობა ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვაზე? და იგივე რომ განმეორდეს ისევ, ეს ადამიანი და ადამიანები დანა-ჩანგლებით რომ გამოდიან და ამას აკეთებენ, იგივე პასუხისმგებლობას აპირებენ? რამე შეუშლის რუსეთს ამის გაკეთებისთვის, ნამუსი, სინდისი, რამე შეუშლის?“- განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






