აშშ-ის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების ინიციატივა - პრეზიდენტის ღია წერილი პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს
პოლიტიკა - 15:35, 30 Mar, 2018     1776

საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს აშშ-ს მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების ინიციატივასთან დაკავშირებით ოფიცილაური წერილით მიმართა.

გიორგი მარგველაშვილმა ინიციატივასთან დაკავშირებით კონსულტაციებისათვის სრული მზადყოფნა გამოთქვა და საქართველოს მხარდამჭერი აქტისა და შემდგომი სამოქმედო ნაბიჯების შესახებ პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

"იმ ვითარებაში, როდესაც დღეს რუსული რევიზიონიზმი გადადის ახალი - ცივი ომის დინამიკის ფაზაში, როდესაც უპრეცენდენტოდ კონსოლიდირებულია დასავლეთი და ცივილური სამყარო, რომელსაც საქართველო ბუნებრივად არის მიერთებული ამ პროცესს, ძალიან მნიშვნელოვანია, იმის გააზრება, რომ საქართველო, როგორც რეგიონული, ისე ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში, საკვანძო ადგილია.

შესაბამისად, ასეთი ინიციატივის განხორციელება როგორიც საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებაა, ძალიან დროული და ადეკვატური პასუხი იქნება ამ გაზრდილ გამოწვევებზე", - აღნიშნა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა.

დავით რაქვიაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების ინიციატივა ევროპული და ამერიკული ვიზიტების ფარგლებში, კონგრესმენებთან და სენატორებთან შეხვედრებისას გააჟღერა და მისმა ინიციატივამ ამერიკაში ორპარტიული მხარდაჭერა მოიპოვა.

თბილისში დაბრუნების შემდეგ კი, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და საქართველოს ეროვნული უშიშროების აპარატმა გააგრძელა კონსულტაციები საქართველოს მხარდამჭერებთან, მათ შორის სენატორებთან და ანალიტიკურ ცენტრებთან. აღნიშნულ ინიციატივაზე შედგა ზეპირი კომუნიკაცია პრემიერმინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42