,,რესპუბლიკელები“ და ,,თავსუფალი დემოკრატები“ პარლამენტს ნინია კაკაბაძის მხარადჭერისკენ მოუწოდებენ
პოლიტიკა - 15:19, 30 Mar, 2018     1337
რეპუბლიკური პარტია და თავისუფალი დემოკრატები პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის არჩევას ურჩევენ.

ამის შესახებ პარტიების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

,,თავისუფალი დემოკრატები“ მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დანიშნულებაა, უზრუნველჰყოს ჩვენი საზოგადოების მრავალფეროვანი და არა ერთგვაროვანი ინტერესების შესაბამისი მაუწყებლობა. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოში შედიოდნენ დამოუკიდებელი, კრიტიკულად მოაზროვნე და უკომპრომისო ადამიანები.

„სწორედ ასეთია ნინია კაკაბაძე, რომლის კანდიდატურა პარლამენტში დასამტკიცებლად კიდევ ერთხელ წარადგინა პარტია „ევროპულმა საქართველომ“ უმცირესობის კუთვნილი კვოტით. ,,ქართული ოცნების’’ უმრავლესობამ წინა კენჭისყრაზე ნინია კაკაბაძის კანდიდატურა ჩააგდო, რითიც გამოამჟღავნა დამოუკიდებელი და კრიტიკული აზრის მქონე ადამიანის კატეგორიული მიუღებლობა, ამასთანავე, უმრავლესობამ ხელყო საპარლამენტო უმცირესობის არსებითად დემოკრატიული უფლება, გამოიყენოს მისთვის კანონით განსაზღვრული კვოტა.

,,თავისუფალი დემოკრატები’’ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, კერძოდ, ,,ქართული ოცნების’’ უმრავლესობას, დაიცვას დემოკრატიის პრინციპები, აღასრულოს თავისი დემოკრატიული მოვალეობა და მხარი დაუჭიროს ნინია კაკაბაძის კანდიდატურას“ - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

რესპუბლიკურ პარტიას მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევისას, უმრავლესობა კვლავ უგულებელყოფს კანონის მოთხოვნებს და უკვე არაერთგზის, სრულიად დაუსაბუთებელი მიზეზების გამო, მხარს არ უჭერს ნინია კაკაბაძის კანდიდატურას, რომელიც წარდგენილია უმცირესობის კვოტით.

„პარლამენტის თავმდჯომარის მიერ შერჩეული საკონკურსო კომისიის 9-ვე წევრის მხარდაჭერა მოიპოვა ნინია კაკაბაძემ. მან კონკურსის მიმდინარეობისას დაადასტურა მაღალი კვალიფიკაცია, მოვალეობისადმი პასუხისმგებლიანი მიდგომა (არაფერს ვამბობთ კანონის ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე).

პარლამენტში ნინია კაკაბაძის მიმართ უკვე არაერთგზის გამოხატული უარყოფითი პოზიცია, ტოვებს შთაბეჭდილებას - ის იმდენად მიუღებელია „ქართული ოცნებისთვის“ პერსონალურად, რომ მმართველი გუნდი მზადაა არ გაითვალისწინოს კანონით დადგენილი არცერთი მოთხოვნა, მხოლოდ იმიტომ, რომ ნინია კაკაბაძე არ მოხვდეს სამეურვეო საბჭოში.

მიგვაჩნია, რომ განმეორებით კენჭისყარეზე ნინია კაკაბაძის წარდგენა არის შესაძლებლობა, პარლამენტის წევრებმა იხელმძღვანელონ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის სულისკვეთებით და ხმა მისცენ ოპოზიციური პოლიტიკური ძალის მიერ წარდგენილ კანდიდატს და დაიწყონ მაღალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება“ - ნათქვამია რესპუბლიკელების განცხადებაში





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42