საქართველოს რეგიონული განვიტარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის თანამდებობიდან გადადგომის საკითხს უმრავლესობის რიგებში ეხმაურებიან. გედევან ფოფხაძე ოპოზიციის მიერ ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა, რომელიც კორუფციულ გარიგებებს ეხება:
„ზოგადად, სამინისტროში რა და როგორ ხდებოდა, ამაზე ინფორმაცია პარლამენტსაც უნდა ქონდეს და საზოგადოებასაც. ბუნებრივია გვაქვს კითხვები, ბევრი რამ კეთდებოდა სამინისტროში და როცა ბევრი რამ კეთდება, კითხვები ჩნდება, ხარისხთან დაკავშირებით, მენეჯმენტთან, ფინანსური რესურსის ხარჯვასთან დაკავშირებით. არ მიყვარს წინასწარი ფონის შექმნა და დადანაშაულება, თუმცა, როცა რამდენიმე მილიარდს ხარჯავს სამინისტრო, ბუნებრივია, კონტროლის მექანიზმები სათანადო უნდა იყოს, რომ ვინმემ ეს ბოროტად არ გამოიყენოს,“ - განაცხადა ფოფხაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






