ვინ არის და რა ქონებას ფლობს ახალი მინისტრი მაია ცქიტიშვილი
პოლიტიკა - 11:35, 30 Mar, 2018     5506
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრად მაია ცქიტიშვილი წარადგინა, რომელიც აქამდე მთავრობის კანცელარიის უფროსის თანამდებობას იკავებდა. რა არის ცნობილი ახალ მინისტრზე, როგორც მთავრობის კანცელარიის ვებგვერდზე ვკითხულობთ, მაია ცქიტიშვილი დაიბადა 1974 წლის 2 ივნისს ქ. თბილისში. 1991-1996 წლებში სწავლობდა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სპეციალობით საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები, რომელიც წარჩინებით დაამთავრა.

1993 წელს პრაღაში მეფე კარლის უნივერსიტეტში გაიარა ჩეხური ენის კურსები, ხოლო 1993- 1994 წლებში სწავლობდა პრაღის ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში საერთაშორისო ვაჭრობის ფაკულტეტზე. 2002 წელს სწავლა განაგრძო კავკასიის ბიზნესის სკოლაში.

1996 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს დასაქმების გაერთიანებულ ფონდში გენერალური დირექტორის თანაშემწედ. 1997-2002 წლებში იყო ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზების“ ჯერ კომერციული დირექტორის თანაშემწე, ხოლო შემდეგ ხელშეკრულებების განყოფილების უფროსი. 2002-2003 მუშაობდა ავიაკომპანია “Georgian Air” კომერციისა და ოპერაციების დეპარტამენტში უფროს მენეჯერად. 2003-2005 წლებში იყო შპს „ბურჯის“ ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, შემდეგ ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი. 2005 წელს მუშაობა განაგრძო სს „ქართუ ჯგუფში“ პრეზიდენტის თანაშემწედ საერთაშორისო ურთიერთობებში. 2006 წელს იყო სს „ბაგები სითი ჯგუფი“ პროექტების მენეჯერი, ხოლო 2007-2008 წლებში სს „პარქთაუნის“ დირექტორი. 2009 წელს მუშაობას აგრძელებს შპს „ქართუ მენეჯმენტში“ დირექტორის თანამდებობაზე.

2012 წლის 1 ნოემბრიდან დღემდე იყო საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი.

2018 წლის 31 იანვარს ჩაბარებული დეკლარაციით მაია ცქიტიშვილის მფლობელობაშია ჭავჭავაძის გამზირის #80-ში მდებარე 182.8 კვ.მ ფართის ბინა, რომელიც 270000 ლარადაა შეძენილი და 80,14კვ.მ -ის ავტოფარეხი 1264,5 ლარის ღირებულების. ასევე 2 ნაჩუქარი მიწის ნაკვეთი დაბა კოჯორში 1528 კვ.მ და 2686 კვ.მ ფართობის, ასევე ნაჩუქარია დაბა კოჯორში მდებარე საცხოვრებელი სახლიც 407,7 კვ.მ ფართის.

მაია ცქიტიშვილის სახელზე ირიცხება მსუბუქი ავტომანქანა Mitsubishi Pajero, 2009, DKH 100 დეკლარაციაში მითითებულია რომ ავტომანქანა ნაჩუქარია.

ცქიტიშვილის მეუღლის დავით ხატიაშვილის საკუთრებასია ლიბერთი ბანკის ფასიანი ქაღალდები, რომელთა რაოდენობაა 69181 და ნომინალი 0,01 ლარი. ასევე ს.ს ჯორჯიათრეიდის 150090 ფასიანი ქაღალდი, ნომინალის ღირებულება 1 ლარი. ლიბერთი ბანკის ფასიანი ქაღალდების შეძენის ფორმა ნასყიდობაა, ხოლო ს.ს ჯორჯიათრეიდის ფასიანი ქაღალდები ვალის სანაცვლოდ მიიღო.

მაია ცქიტიშვილს 2018 წლის დეკლარაციის მიხედვით საბანკო ანგარიშზე საქართველოს ბანკში 582,17 GBP ლარი ქონდა. ხოლო მის მეუღლეს დავით ხატიაშვილს საქართველოს ბანკში ქონდა საკრედიტო ანგარიში 29951,92 USD და მიმდინარე ანგარიშებზე 6048,16 USD , 4949,31 USD, 11924,19 GEL და 523,58 GBP.

დეკლარაციაში მითითებულია რომ მაია ცქიტიშვილის მეუღლეს ნაღდი ფულის სახით აქვს დანაზოგი 15000 USD

რაც შეეხება სამეწარმეო საქმიანობას.

დეკლარაციის მიხედვით 2017 წელს მაია ცქიტიშვილმა საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის თანამდებობაზე მუშაობისას 94500 ლარი შემოსავალი მიიღო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42