საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ზურაბ ალავიძეს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.
"წელიწადნახევრის წინ, როდესაც ზურა ალავიძე დაინიშნა მთავრობის ადმინისტრაციაში, რომელსაც ევალებოდა რეგიონული პროექტები, მახსოვს კარგახანი დამჭირდა მისი საჯარო სამსახურში წამოსვილსითვის დაყოლიება, ის ამბობდა გრძელვადიან პერსპექტივაში, საჯარო სექტორში ვერ ხედავდა თავს.
რამდენიმე დღის წინ, მომმართა თხოვნით კერძო სექტორში დაბრუნებაზე, რამდენიმე დღის წინ მან მომმართა თხოვნით კერძო სექტორში დაბრუნების შესახებ. მე დამჭირდა რამდენიმე დღე, რომ დამეყოლიებინა დარჩენაზე, მაგრამ ვერ შევძელი, ამიტომ მომიწია მისი თხოვნის დაკმაყოფილება. ზურა ყოველთვის, სადაც მუშაობდა იყო ეფექტური მენეჯერი და შედეგებზე ორიენტირებული ადამიანი, მან ეს დაადასტურა მთავრობაში მუშაობითაც. მსურს მადლობა გადავუხადო გაწეული სამუშაოსთვის".
მასალის გამოყენების პირობები






