"დამეტაკა, ყელში წამავლო ხელი, მერე დალეწა ფანჯრები..."- ახალციხეში კაცს დედასა და მეზობლებზე ძალადობაში ადანაშაულებენ
შემთხვევა - 20:01, 29 Mar, 2018     7086
ახალციხეში, სოფელ სვირში, ადგილობრივები ყვებიან, რომ შუახნის მამაკაცმა დედასა და მეზობლებზე იძალადა. მათი თქმით, მან დედას ყელში ხელი წაუჭირა, მეზობლებს კი ქვები დაუშინა. მამაკაცი დაკავებულია. ინფორმაციას ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

შემთხვევა, ახალციხეში, სოფელ სვირში, 27 მარტს, ღამით მოხდა. მამაკაცი მეზობელი სოფლიდან შინ ნასვამი, დაახლოებით, 23:30 საათზე დაბრუნდა.

„სახლში რომ შემოვიდა, გინება და გლახა სიტყვები დაიწყო. არ ვიცი რატომ გაბრაზდა. ვუთხარი ნუ იგინები, სირცხვილია, დაისვენე–მეთქი. ამის თქმა იყო და დამეტაკა, ყელში წამავლო ხელი. მერე დალეწა ფანჯრები, „კუხნის“ „სტეკლოებსაც“ დაჰკრა ხელი და გაიჭრა“, – გვიყვება მამაკაცის დედა.

დაკავებული სვირში დედასთან, მეუღლესთან და ხუთ და–ძმასთან ერთად ცხოვრობს. ოჯახი სოციალურად დაუცველია. როგორც დედა ყვება, ნასვამმა ბავშვებისკენაც გაიწია, ამიტომ 11 და 6 წლის შვილები სახლიდან გამოიყვანა და დროებით თავი მეზობელთან შეაფარა.

„ჯერ ბავშვები მოაწყდნენ ღობეს, შველას ითხოვდნენ, მერე ჩემთან შემოვიდნენ, გაფითრებულები იყვნენ. ის მთვრალი გარეთ ისევ ყვიროდა“, – გვიყვება მეზობელი.

დედის გასვლის შემდეგ მამაკაცმა მისი ძებნა მეზობლებთან დაიწყო. თავდაპირველად სხვა ოჯახში მივიდა.

„ვიწექით უკვე გარედან ყვირილი რომ გავიგონე, მერე „ბალკონის“ კარს აჯანჯღარებდა. შემოანგრია და შემოვიდა. გვაგინებდა, სადაა დედაჩემი, გამოდით, ისიც უნდა მოვკლა და თქვენცო. სარეცხის თოკი მოგლიჯა, ამით უნდა დაგახრჩოო“, – იხსენებს მეზობელი და ამატებს, რომ ამ დროს ორივე ხელი სისხლიანი ჰქონდა. ხის აივანს სისხლის კვალი ახლაც ამჩნევია, – „ვეუბნებოდი რატომ გვაგინებ, რა გინდა, თავი დაგვანებე–მეთქი, ამაზე უფრო გაბრაზდა და მე და ჩემს ქმარს ქვები დაგვიშინა. მერე გაიქცა, ‘ტაპორი’ უნდა მოვიტანო და დაგხოცოთო. ძალიან შემეშინდა და პოლიციაში დავრეკე“.

სვირში პოლიცია, როგორც ადგილობრივები ყვებიან, მალე მივიდა. სამართალდამცავებმა ნასვამი მამაკაცი სახლში დააკავეს.


სრულად იხილეთ sknews.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42