"ბოკერიას ჭკუაზე უნდა ვიაროთ? რომელიც ამანათებს უნდა იღებდეს" - ქანთარია რუსი დიპლომატის გაძევებაზე
პოლიტიკა - 17:31, 29 Mar, 2018     1969

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნუკრი ქანთარიასთვის გაუგებარია რა პრინციპით გააძევა საქართველომ რუსი დიპლომატი და რას მოელის ის ამ ნაბიჯის სანაცვლოდ. ქანთარიას თქმით, ეს ნაბიჯი მისაღებია მაშინ, თუ არსებობს გარკვეული გარიგება დასავლელ პარტნიორებთან და ამის სანაცვლოდდ საქართველო გარკვეულ გარანტიებს მიიღებს. უმრავლესობის წევრი ეჭვობს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება და კერძოდ საგარეო საქმეთა სამინისტრო „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერიას მითითებებით მოქმედებს:

„დღეს გახდა ცნობილი ერთი დიპლომატის გაძევების შესახებ, ეს თუ არის გარკვეული გარიგების ნაწილი და ჩვენი საერთაშორისო თაბამეგობრობა მკაცრად იტყვის, რომ ამ ქვეყანას ხელი აღარ დაადოთ, თორემ ჩვენ ავამოქმედებთ მე-5 პუნქტს და ასე და ასე, მაშინ ერთი კი არ უნდა გაგვეძევებინა, ვისაც რუსული და სლავიანური იერი აქვს ყველა უნდა მიგვეყოლებინა ერთბაშად. ახლა თუ ეს არის წამხედურობა, რომ ჩვენც აქა ვართ, 60 კაცს ვერ გავუშვებთ და მიტომ ერთით შემოვდივართ საქმეში. მაშინ არ ვიცი, ამის შემდეგ რა სიმწვავეებს უნდა ველოდოთ და ვართ თუ არა ამისთვის მზად. პრემიერის განცხადებამ რაღაც გარკვეული ბიძგი და სივრცე გააჩინა, ახლა კი გარკვეული სიმწვავისთვის უნდა მოვემზადოთ. საერთოდ გასარკვევია, ვისი წამხედურობით უნდა ვიყოთ და ვიაროთ. თუ ბოკერიას ჭკუა-გონებაზე იქნება საქმე, რომელიც ცუდ შემთხვევაში ამანათებს უნდა იღებდეს და კარგ შემთხვევაში ჩუმად უნდა იყოს თავჩაქინდრული, იმიტომ რომ სწორედ მათმა პოლიტიკამ მოიტანა ის რა დღეშიც ჩვენ ვიმყოფებით. ჩვენ უნდა გვეცადა, რომ მშვიდობიანად, საქმიანად და ღირსეულად რაღაცა წინ წავსულიყავით და რასაც ქვია ურთიერთმოლაპარაკება შევსულიყავით ამ პროცესში“- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

შეგახსენებთ, დიდ ბრიტანეთს სოლიდარობას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც უცხადებს და საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42