თბილისის მერის მოადგილე ახალგაზრდული კინოფესტივალის გახსნას დაესწრო
პოლიტიკა - 16:18, 29 Mar, 2018     888

თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ახალგაზრდული კინოფესტივალის - „თაობა“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

ფესტივალი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, კულტურისა და განათლების ფონდისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ერთობლივი ორგანიზებით ტარდება და 2 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

სოფიო ხუნწარიას თქმით, ფესტივალს თბილისის მერიის მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება.

„წიგნის, თეატრის, კლასიკური მუსიკის, კინოხელოვნების სიყვარული სწორედ ბავშვობიდან იწყება. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ 13-დან 18 წლამდე ახალგაზრდები, დიდ კინოხელოვნებას ეზიარებიან. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მომავალში არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალიდან გავიგებთ ბევრი მათგანის სახელს და ვიამაყებთ, რომ მათ სწორედ „თაობიდან“ დაიწყეს კინოკარიერა. ფესტივალი 2019 წლიდან უფრო მასშტაბური გახდება. თბილისის მერია აღნიშნულ ღონისძიებას მხარში მაქსიმალურად დაუდგება“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

პროექტი საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ხორციელდება. ახალგაზრდული კინოფესტივალი, როგორც სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიება, მომავალი წლიდან ყოველწლიურ სახეს მიიღებს. პროექტის მიზანი ახალგაზრდა აუდიტორიის განვითარება და კინოხელოვნების საგანმანათლებლო მიზნებისთვის გამოყენებაა. „თაობაში“ საქართველოში მცხოვრები 13-18 წლის 300 ახალგაზრდა მონაწილეობს.

ფესტივალის მოდელი საუკეთესო უცხოურ გამოცდილებაზეა მორგებული, რაც ახალგაზრდების ანალიტიკური აზროვნების დონის განვითარებას, მასტერკლასებისა და ლექციების საშუალებით, ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენასა და მათ უცხოურ კინოფესტივალებში მონაწილეობის ხელშეწყობას გულისხმობს. „თაობა“ ასევე, აქტიურად თანამშრომლობს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42