"კვირიკაშვილმა სიბრიყვე ჩაიდინა, რისი ალოკვაც დაგვჭირდა"- ხუხაშვილი რუსი დიპლომატის გაძევებასა და უცნაურ სოლიდარობაზე
პოლიტიკა - 15:38, 29 Mar, 2018     5692
დიდ ბრიტანეთს სოლიდარობას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც უცხადებს და საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს.

ექსპერტი გია ხუხაშვილის „ნიუპოსტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების აღნიშნული გადაწყვეტილება არის ლოგიკური სოლიდარობა და მისი გუშინელი ჟენევის მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებასთან დაკავშირება საბაბი იქნება ვიდრე რეალური მიზეზი:

„ეს არის სოლიდარობა და ეს ლოგიკური იყო. ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს და აქედან გამომდინარე უცნაური სოლიდარობა გამოდის. ის არ იყო საელჩოს თანამშრომელი, ის იყო საკონსულოს თანამშრომელი, რომელიც წმინდა ტექნიკურ საკონსულო საქმიანობას ახორციელებდა, მაგრამ რადგან ჩვენ ვექტორი გვაქვს გამოცხადებული და ვხედავთ დასავლეთში რა ტიპის კონსოლიდირებული გადაწყვეტილებები მიიღება, ამას ავუწყვეთ ფეხი.

რაც შეეხება ჟენევის მოლაპარაკებებთან ამის დაკავშირებას, ეს უფრო საბაბია, ვიდრე რეალური მიზეზი. კვირიკაშვილმა რამდენიმე კვირის წინ, შენი მუხლების ჭირიმეო, წერილი მისწერა, ჟენევის მოლაპარაკებებზე ზუსტად ეს წერილი გახდა პრობლემა, რის ირგვლივაც დაიწყეს რუსებმა შემოტევა და ფაქტობრივად ქართულ მხარეს მოუწია თავისი პრემიერმინისტრის ამ ძალიან უცნაური გზავნილების დენონსირება. ახლა კი კვირიკაშვილმა უნდა იცოდეს, რომ წერილის წამღები რუსეთში აღარავინ დარჩა საქართველოში, ასე რომ თუ რამის გაგზავნა მოუნდა, თვითონ უნდა წაიღოს წერილი, ამის დრო დადგა უკვე. რუსებმა როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენს დელეგაციას ააფარეს თვალებზე კვირიკაშვილის წერილი. ეს იყო ის სიბრიყვე რაც კვირიკაშვილმა ჩაიდინა და რისი ალოკვაც დაგვჭირდა ასეთ უცნაურ ფორმატში“, - აღნიშნავს გია ხუხაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42