ბიბლიოთეკარებთან შეხვედრის ამსახველ ვიდეო სოც ქსელში ვრცელდება.
"რაზე უნდა გავაკეთო კომენტარი, ის რომ უბრალოდ ცხარე დისკუსიაში ვიყავი კონკრეტულ ბიბლიოთეკართან, რომელიც 2 საათის მანძილზე ცდილობდა გადაეფარა ჩემი ხმა? - მე ვცდილობდი უბრალოდ მისთვის დამემტკიცებინა, რომ ის აპოკალიფსი, რომელიც მან დახატა არ იყო მართალი," - აცხადებს სოფო ხუნწარია.
მისივე თქმით, შეურაცხმყოფელი არ ყოფილა გამოთქმები, რასაც ტესტირებასთან დაკავშირებით ბიბლიოთეკარებთან საუბრისას იყენებდა.
"მგონია, რომ ჩვენ ყოველთვის ვთანამშრომლობთ ძალიან კონსტრუქციულ რეჟიმში, ეს სავარაუდოდ არის მხოლოდ რამდენიმე ბიბლიოთეკარის მოსაზრება, იმიტომ რომ უმეტესობა ემხრობა ტესტირებას და ასევე ემხრობა იმას, რომ რეფორმა განხორციელდეს ბიბლიოთეკაში. მე ძალიან მწყინს და არ მინდა, რომ ჩვენი ბიბლიოთეკარები გახდნენ წიგნთან მებრძოლები, იმიტომ რომ რეფორმა არის გარდაუვალი", - განაცხადა მერის მოადგილემ.
მასალის გამოყენების პირობები






