მათი დაქორწინება უსწრაფესად მოხდა. ერთმანეთს რამდენიმე დღე ეკონტაქტებოდნენ, შემდეგ ქუთაისში შეხვდნენ ერთმანეთს და შეუღლება პირველივე შეხვედრაზე გადაწყვიტეს.
გოჩასთვის ეს მეორე ქორწინებაა. პირველი ოჯახი დაენგრა და სამი შვილი გყავს. ნონასთვის კი პირველი ქორწინებაა.
„ჩემს ასაკში ქალის მოძებნა ძნელი იყო. „სარკე“ პოპულარული ჟურნალია და ამიტომ გადავწყვიტე თქვენთვის მომემართა.
ნონამ ჩემი განცხადება ნახა, გაიგო, როგორი პიროვნება ვიყავი, დაინტერესდა და დამიკავშირდა.
უსიყვარულოდ სიცოცხლე ნამდვილად არ შემეძლო. ცოლი რომ არ მომეყვანა, ისეთ დღეში ვიყავი, ალბათ დავიღუპებოდი“ - განუცხადა გოჩამ „სარკეს.“
„მეგობართან ვიყავი და მას ჰქონდა ჟურნალი „სარკე.“ პირადად ჩემი ინიციატივით არ მომხდარა გაცნობდა. დაქალმა ჩამაწერინა გოჩას ნომერი. შემდრგ დავინტერესდი, დავურეკე და შევქმენით ოჯახი.
ჩემს თავს ვუთხარი, რომ უკან დასახევი გზა არ იყო. ვიფიქრე, გავრისკავ და გავყვები- მეთქი“ - ამბობს ნონა.
მასალის გამოყენების პირობები






