ჟენევის მოლაპარაკებების 43-ე რაუნდი, რომელიც კვლავ უშედეგოდ დასრულდა - მმართველი გუნდი არსებულ ვითარებას აფასებს. ნუკრი ქანთარია თვლის, რომ საქართველოს პარლამენტმა რუსეთის წინააღმდეგ ზედმეტად მკაცრი რეზოლუცია მიიღო.
„მე მგონი, გასაკვირი არ არის, რომ რუსეთი არ აიღებს ამ საკითხზე პასუხისმგებლობას. ჩვენ შეიძლება ეს ვთქვათ, მაგრამ ასე ახლა, რომ მან აიღოს: „დიახ, დიახ ჩემი პასუხისმგებლობაა“- ბუნებრივია, რომ არ იტყვის ამას. ტყუილი კი არ ეწერა იმ რეზოლუციაში, მეც ხმა მივეცი, მაგრამ ვამბობდი კიდეც, რომ რაღაც ისეთი დავწეროთ იქ, რაც რეალური იქნება. თუნდაც მხოლოდ იმაზე რომ ყოფილიყო კონცენტრირება, რომ საგამოძიებო ჯგუფი დაუშვით იქ, რითი მოკვდა ეს კაცი, როგორ მოკვდა, რა მოუვიდა ეს. და აქ როდესაც ჩვენ ჩავწერეთ ყველაფერი, რაც კი გვაწუხებს ბუნებრივია, ისინი არ აიღებდნენ ამაზე პასუხისმგებლობას. პრემიერის განცხადებაშიც იყო ნათქვამი, რამაც რაღაცა ბიძგი მისცა ამ ყველაფერს და შეიძლებოდა ამის გაღრმავება და ფორმატის სხვა რეგისტრში აყვანას და მე მომხრე ვარ ფორმატის სხვა რეგისტრში აყვანის,“- აცხადებს ქანთარია.
მასალის გამოყენების პირობები






