„რუსეთი თავში, რომ ჩაგვარტყამს მადლობა უნდა გადავუხადოთ, „ქართული ოცნების“ ამ პოლიტიკამ ჩიხში შეგვიყვანა“ - დიმიტრი შაშკინი
პოლიტიკა - 12:38, 29 Mar, 2018     1606
სანქციები რუსეთის ფედერაციას - დიდი ბრიტანეთში ქიმიური იარაღის „ნოვიჩოკის“ გამოყენების გამო, რომელიც რუსეთშია შექმნილი და არსებობს მყარი ეჭვი, რომ სწორედ რუსეთმა გამოიყენა იგი დიდ ბრიტანეთში მის მიმართ სანქციების მიზეზი გახდა. მიუხედავად დასავლეთის მტკიცე პოზიციისა და ნეგატიური დამოკიდებულებისა, რომლის შედეგადაც რუსეთს სანქციები დაეკისრა, საქართველოს ხელისუფლებას არანაირი რეაქცია არ აქვს. სანქციებზე საუბარი არ არის, თუმცა არც შეფასებები მოჰყოლია ამ ვითარებას.


საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკის მიზეზია, რომელიც თვლის, რომ „რუსეთზე ცუდი არაფერი უნდა ითქვას“:

„რა თქმა უნდა საქართველოს ხელისუფლება ბოლო 5 წელია ახორციელებს საერთაშორისო პოლიტიკას, რომ რუსეთზე არაფერი არ უნდა ვთქვათ, უნდა ვიყოთ ჩუმად და ის თავში რომ ჩაგვარტყამს, მადლობა უნდა ვუთხრათ. ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკა რუსეთის მიმართ. სწორედ ამ პოლიტიკის გამო, საქართველო აღარ არის მსოფლიო პოლიტიკის რადარებზე, საქართველოზე აღარავინ საუბრობს, საქართველოს დამცველი ქვეყნების რაოდენობა მცირდება და მცირდება. აქედან გამომდინარე ამ პოლიტიკამ შეგვიყვანა ჩიხში და სიტუაცია ახლა ბევრად უარესია, ვიდრე 2008 წლის ომის შემდეგ იყო. ყველაზე დიდი ცოდვა რაც ჩაიდინა „ქართულმა ოცნებამ“ არის ის, რომ ჩვენ ახლა ვართ ცალკე, რუსეთი ცალკე და მთელი დასავლეთი ცალკე და სწორედ ის ებრძვის რუსეთს. ჩვენ ამ ბრძოლაში ჩართულები არ ვართ და ეს არის ჩიხი, ეს არის იმ პოლიტიკის გამეორება, რომელიც ზოგიერთ ვაიპოლიტიკოსს აქვს, რომ საქართველომ უნდა შეიქმნას ნეიტრალიტეტი. ტერიტორიების 20% წართმეული გვაქვს, რა ჩუმად ჯდომაზეა საუბარი“, - აღნიშნა დიმიტრი შაშკინმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42