"რუსეთის ულტიმატუმს "ოცნების" მთავრობა პარტნიორებისა და საზოგადოების ნეგატიური რეაქციის გამო ვერ დათანხმდა" - შაშკინი ჟენევის მოლაპარაკებებზე
პოლიტიკა - 12:23, 29 Mar, 2018     1570
ჟენევის მოლაპარაკებების 43-ე რაუნდი - შეხვედრები კვლავ უშედეგოდ დასრულდა. ქართველი სამხედროს, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმე, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალში მოკლეს და ცხედარი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიას ერთი თვის შემდეგ გადმოსცეს, ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იყო. ძირითადი საკითხი კი გალხდათ ძალის გამოუყენებლობის თემა, რომელზეც შეთანხმება ვერ მოხერხდა, რადგან რუსეთს არ სურს დაფიქსირდეს როგორც მხარე.


საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი, „ნიუპოსტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იმიტომ არ წავიდა რუსეთის შეთავაზებაზე, რომ დაინახა საქართველოს საზოგადოების ნეგატიური განწყობა, ასევე ჩვენი ქვეყნის პარტნიორების მოსაზრება აღნიშნულთან მიმართებით:

„ეს იყო საკმაოდ საინტერესო მომენტი უახლოეს ისტორიაში და ჟენევის შეხვედრა იყო სარკესავით იმ ვითარებისა, რომელიც მიმდინარეობს საქართველოს გარშემო, ქართულ-რუსულ ურთიერთობებში. ცნობილია, რომ რუსეთს ამ წუთისთვის აქვს ერთადერთი ამოცანა, რუსეთს სურვილი აქვს, არ იყოს მხარე რუსულ-ქართულ ურთიერთობაში, დაპირისპირებაში, მას აქვს სურვილი ეს დაპირისპირება გადაიტანოს საქართველოსა და აფხაზეთის, საქართველოსა და ცხინვალის რეგიონის დაპირისპირების ჭრილში, თვითონ გახდეს შუამავალი ანუ შემრიგებელი. იგივე, რასაც აკეთებდა 2008 წლამდე, ის ამბობდა, რომ საქართველოს აქვს პრობლემა სოხუმთან და ცხინვალთან, საკუთარ თავს კი აფიქსირებდა როგორც შუამავლს და მომრიგებელს. 2008 წლის ღია ომის და ინტერვენციის შემდეგ, მსოფლიოში რუსეთი დაფიქსირდა, როგორც მხარე ამ დაპირისპირების. ახლა რუსეთის ერთადერთი ამოცანაა, რომ კვლავ დაუბრუნდეს თემა იმ ჰიპოთეზას, რომელიც იყო 2008 წლის ომამდე.

ამ შეხვედრის წინ კარასინმა გააკეთა განცხადება, ამავდროულად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააგზავნა ძალიან კაპიტულანტური და ამაზრზენი წერილი რუსეთის ფედერაციაში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა ძალიან არაერთგვაროვანი განცხადებები, რომელიც ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა, ამით კი მოხდა საქართველოს საზოგადოების აზრის ტესტირება თუ რა რეაქცია მოყვებოდა საქართველოს შიგნით ამ განცხადებებს. რეაქცია იყო ძალიან ნეგატიური, ამას აგრეთვე მოყვა ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც ნეგატიური რეაქცია. „ქართული ოცნების“ მთავრობამ დაინახა, რომ რუსეთის ინტერესების დაკმაყოფილება მათთვის გამოიწვევს საქართველოს შიგნით სერიოზულ პრობლემებს ხალხის მხრიდან და ამავდროულად პარტნიორი ქვეყნების ძალიან დიდ ზეწოლას. ბოლო მომენტში შეხვედრაზე ნათელი იყო, რომ საქართველოს დელეგაცია ვერ დათანხმდებოდა ამ რეაქციების გამო რუსეთის ულტიმატუმს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ რუსეთს ამ წუთისთვის სურს ის იყოს არა მხარე, არამედ გადაიყვანოს ეს ყველაფერი დაპირისპირებაში ოკუპირებულ რეგიონებთან და თავად თქვას რომ შემრიგებელია. რუსეთი ცნობილია იმით, რომ უტიფარი, არაადამიანური სახელმწიფოა, ის ბოროტების იმპერიაა“, - აღნიშნავს შაშკინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42