"ქართული მხარე თავისი უუნარობის რუსეთზე დაკისრებას შეეცადა, შეხვედრა პროპაგანდისტულ აქციად აქციეს" - რუსეთის საგარეო უწყება
პოლიტიკა - 12:17, 29 Mar, 2018     2409
27-28 მარტს, ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

რუსეთის საგარეო უწყების თქმით, საქართველოს არ აქვს უნარი, დაარეგულიროს ურთიერთობა სოხუმთან და ცხინვალთან და შეეცადა, ამაზე პასუხისმგებლობა რუსეთზე დაეკისრებინა.

„მიუხედავად საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის იმედისმომცემი განცხადებისა, რომ მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევის სურვილი ჰქონდა, თბილისის წარმომადგენლებმა შეხვედრა პროპაგანდისტულ აქციად აქციეს.

„რუსული ოკუპაციის“ თეზისზე აგებული გამოსვლის შემდეგ, ქართული მხარე კიდევ ერთხელ შეეცადა რუსეთზე დაეკისრებინა, სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობის დარეგულირების თავისი უუნარობა“ - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, ქართულ მხარეს ჰქონდა მცდელობა, ჟენევის მოლაპარაკებები თავიანთი იდეოლოგიური კლიშეების გასაჟღერებლად გამოეყენებინა.

“ამის ნაცვლად, უმჯობესი იქნებოდა, საქართველო სერიოზულად დაფიქრებულიყო მეზობლებთან ნდობის აღდგენაზე: დაეწყო ჟენევაში პირდაპირი, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული დიალოგი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან; უარი ეთქვა სხვა ქვეყნების წაქეზება მოქალაქეების სავიზო ბლოკადაზე, გაეუქმებინა „ოკუპირებელი ტერიტორიების შეახებ კანონზე”; შეეწყვიტა უცხოეთში კულტურულ-ჰუმანიტარული საქმიანობისთვის ხელის შეშლა” - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში არჩილ ტატუნაშილის მკვლელობის თემაზეც არის საუბარი.

"მოლაპარაკებების დროს ოფიციალური თბილისის წარმომადგენლები შეეცადნენ დისკუსიის ცენტრში მოექციათ ე.წ. „ტატუაშვილის საქმე“ და საქართველოს მოქალაქის სიკვდილში არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთი, რუსეთიც დაადანაშაულა” - ნათქვამია განცადებაში.

რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ რუსეთის, ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დელეგაციებმა საზღვრისპირა ზონებში ევროკავშირის სადამკვირვებლოი მისიის საქმიანობის შესახებაც ისაუბრეს.

„ ინციდენტების პრევენციებისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, ევროკავშირის წარმომადგენლების ქცევა კითხვებს ბადებს. გახშირდა ევროკავშირის წარმომადგენლების მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრების დარღვევის ფაქტები. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს მოვუწოდეთ, თავიდან აიცილონ ინციდენტები კავკასიის რესბულიკების საზღვრების პატივისცემით“ - აღნიშნულია განცხადებაში.

„სამწუხაროდ, ძალის გამოუყენებლობის შესახებ პროექტზე კონსტრუქციული დიალოგი ვერ შედგა. ამჯერად, მიუღებელი იყო ამერიკული ფრომულირებები, დაბრუნება ძველ თეზისებზე 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შესახებ.

რუსეთის დელეგაციამ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების კონკრეტულ ფორმულირებაზე მითითებით დაადასტურა, რომ რუსეთის სამხედრო ძალების ცვლილება, რომლებიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებს მიღმა, საქართველოს რაიონებში დროებით იმყოფებოდნენ, ევროკავშირის მუდმივი დამკვირვებლების მეთვალყურეობით, ჯერ კიდევ 2008 წლის ოქტომბერში დასრულდა. სხვა ვალდებულება ამ სფეროში ჩვენ არ გვაქვს" - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა შეშფოთება გამოთქვეს ნატო-სთან საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის გამო.

“ხაზი გაესვა გარანტიების არარსებობას, რომ საქართველოში, დასავლეთის შეიარაღებით გაძლიერებული მომარაგების გამო, კვლავ არ განახლდება მეზობლების მიმართ ძალისმიერი მიდგომები. ეს საფრთხეს უქმნის სამხრეთ კავკასიაში რეგიონულ სტაბილურობას“ - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე საუბარია გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციაზე - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ და მას "პროპაგანდისტულ ინსტრუმენტად" მიიჩნევს.

„ეს ტექნიკური დოკუმენტი, ისევე როგორც გაერო-ს გენერალური ასამბლეის ყოველწლიური რეზოლუცია ლტოლვითა შესახებ , პროპაგანდისტული ინსტრუმენტია, რომელიც ჟენევის დიალოგის ატმოსფეროს ზიანს აყენებს" - ნათქვამია განცხადებაში.

ჟენევის მორიგი შეხვედრა 2018 წლის ივნისშია დაგეგმილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42